x
image
მარიამ პირველი
მაჰათმა განდის ათი ფრაზა , რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თანამედროვეობას

image

მოჰანდას კარამჩანდ განდი - ეროვნული წინამძღოლი, ხალხის სულიერი ლიდერი ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში. ჩვეულებრივ ხალხისთვის იგი ცნობილია, როგორც მაჰათმა განდი. სანსკრიტში მაჰათმა იშიფრება, როგორც “დიდსულოვანი ", “პატივსაცემი მოხუცი".

ხშირად მას მოიხსენიებენ ისე, როგორც “სიყვარულისა და არაძალადობის მოციქულს."

დროის დინამიურობასთან ერთად მაჰათმა განდი უფრო მეტად პოპულარული გახდა ჩვენ თანამედროვეობაში. მის მიერ წარმოთქმულ ფრაზებს აქტიურად გამოიყენებენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები პოზიტიურ აზროვნებაში, ყოველდღიურ ფსიქოლოგიაში თვითგანვითარების მიზნით .

1. ძალაუფლება ორნაირი არსებობს: ერთი სასჯელის შიშზე დამყარებული, მეორე კი სიყვარულის ძალაზე დაფუძნებული, რომელიც ათასჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე შიშზე დამყარებული ძალაუფლება.


2. კორუფცია და ფარისევლობა არ უნდა იყოს დემოკრატიის გარდაუვალი შედეგი, როგორც ეს დღესაა.



3. ღმერთს არ გააჩნია რელიგია.


4. ერთადერთი საშუალება იცხოვრო - მდგომარეობს იმაში , რომ სხვასაც მისცე ცხოვრების უფლება.


5. მე მომწონს ქრისტე, მაგრამ მე არ მომწონს ქრისტიანები, რადგან ისინი განსხვავდებიან ქრისტესგან.


6. გძულდეს ცოდვა . გიყვარდეს ცოდვილი.


7. დედამიწას შეუძლია დააკმაყოფილოს ადამიანთა საჭიროებები და არა მათი სიხარბე.


8. ვერასდროს ვხვდებით რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვიდრე არ ვკარგავთ მას.


9. ადამიანის ყვირილი ვერ ჩააღწევს იქ, სადაც სინდისის ჩუმი მშვიდი ხმა ისმის.


10. იდეალის ფასი მისი მიღწევისთანავე ქრება.

0
247
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0