x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
20 ბრძნული გამონათქვამი -ნაწილი მეორე

image

როცა აღსარებაზე მიდიხართ, თქვენი ცოდვები უ
ნდა აღიაროთ და არა სხვისი — ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
– ______________________________________________________
ყოველთვის მიუტევეთ თქვენს მტრებს, – მათ ამაზე მეტად არაფერი გააღიზიანებთ. — ოსკარ უაილდი
– ______________________________________________________
შეუძლია კი სინამდვილეში კილომეტრებს დააშოროს ხალხი? თუ შენ გინდა იყო იმასთან, ვინც გიყვარს, ნუთუ თქვენ უკვე ერთად არა ხართ? — რიჩარდ ბახი
– ______________________________________________________
მე მგონია, როგორც ხორციელად, ისე სულიერად სრულქმნილს, თუკი ასეთი
მოიპოვება სადმე, სრულიად არ ესაჭიროება ქება. როცა ადამიანს ძაგების
შეეშინდება და შექება მოსწურდება, სჩანს, მას კარგად აქვს შეგნებული, რომ
ბევრი რამ აკლია.
როცა იგი მაქებარს დაიწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია ქებით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა თვალში.
სწორედ ამიტომაც ჰყავდათ დაქირავებული კარის-მეხოტბეთა მთელი დასტა ბიზანტიელ უნიჭო მეფეებს და სელჯუკიანთა უზნეო სულტანებს — კონსტანტინე გამსახურდია
– ______________________________________________________
გაიძვერას სინდისი, რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა. — არისტოტელე
– ______________________________________________________
სჯობს წერო საკუთარი თავისთვის და დაკარგო მკითხველი, ვიდრე წერო მკითხველისთვის და დაკარგო საკუთარი თავი. — სირილ კონოლი
– ______________________________________________________
მრწამსი ხშირად ყველაზე საშიში მტერია ჭეშმარიტებისა. — ნიცშე
– ______________________________________________________

ადამიანი
სიყვარულის თვით განხორციელება უნდა გახდეს. როდესაც იგი სიყვარულითაა
აღვსილი, მთელი სამყარო სიყვარულით სავსე ხდება. სანამ იგი სიძულვილითაა
აღვსილი, მთელი სამყარო სიძულვილით მოცული ეჩვენება მას. როდესაც სიყვარული
გაიმარჯვებს, სიკეთისა და ბოროტების დუალიზმი გადალახულ იქნება და
ღვთაებრივთან ერთიანობის ბედნიერების განცდა მოხდება. — შრი სატია საი ბაბა
– ______________________________________________________
მსმენია გამონათქვამი, რომ ლიდერს ყური შეძლებისდაგვარად დაბლა უნდა
ეჭიროს. ამის შესახებ მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია – ბრიტანელებს
გაუჭირდებათ ამ უხეირო პოზაში მყოფი ლიდერის ყურება. — უინსტონ ჩერჩილი
– ______________________________________________________
მჭერმეტყველების ოსტატი ისაა, ვინც ყველაფერს ამბობს, რაც საჭიროა და სხვას არაფერს — ლაროშფუკო

თავის თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია. — სოფოკლე
– ______________________________________________________
სიყვარული ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ეს თვით ცხოვრების
სუნთქვაა. ჩვენ პატარა ხეს დიდი სიყვარულით ვზრდით. როდესაც იგი იზრდება და
ბოლოს და ბოლოს გამხმარ ხედ იქცევა, ყოველგვარი შეცოდების გარეშე ვჭრით
მას. რა დიდი სიყვარულით ვუვლიდით პატარა ხეს! ვზრდიდით, სანამ მასში
სიცოცხლე იყო. როდესაც იგი ხმელი და უსიცოცხლო გახდა, მისდამი ჩვენი
სიყვარულიც დასრულდა. დედა ბავშვობიდან გვიყვარს, რომელმაც დაგვბადა და
გაგვზარდა. მაგრამ როცა კვდება, მის სხეულს წვავენ და მასზე მიბმულობას არ
განიცდიან. რა არის ის, რაც წინათ გვიყვარდა? ჩვენ ცოცხალი არსება
გვიყვარდა. ამრიგად, სიყვარული და სიცოცხლე ურთიერთდაკავშირებულია. — შრი სატია საი ბაბა
– ______________________________________________________
ცხოვრების დიდი საიდუმლო არის ის, რომ არანაირი დიდი საიდუმლო არ არის. ნებისმიერ მიზანს მიაღწევ შრომით. — ოფრა უინფრი
– ______________________________________________________
შენ ქმნი შენს საკუთარ სამყაროს – მშვიდს თუ მშოფოთვარეს, იმის მიხედვით თუ რა გინდა შენ.
შეგიძლია ქაოსში მოიპოვო სიმშვიდე ან შეგიძლია იყო უბედური სამოთხეში.
ყოველივე ეს არის მხოლოდ შენი სულის განსხეულების ფორმა — რიჩარდ ბახი
– ______________________________________________________
ზოგჯერ სიმამაცე შიშისაგან წარმაოიშვება ხოლმე — ბაირონი
– ______________________________________________________
გული თუ გატდყა შესაძლებელიც აღარ სჯერა! — აკაკი
– ______________________________________________________
აჩუქეთ მას მეთელი სამყარო და ის ლამაზ შეფუთვასაც მოგთხოვთ. — ფალკენარი
– ______________________________________________________
მე არ ვნატრობ რომ ვიყო ყველაფერი ყველასთვის, მაგრამ ვისურვებდი რომ ვიყო ვიღაც ვიღაცისთვის. — Javan
– ______________________________________________________
როდესაც მიზნის მისაღწევად, ყველანაირი ჰუმანური მეთოდები
ამოწურულია, ჩვენ უნდა მივმართოთ ცხოველურ გზებს რადგანაც მიზანი ამართლებს
საშუალებას! — მაკიაველი
– ______________________________________________________
შეიძლება ცხოვრებაში ხშირად მიმართლებს, მაგრამ გამოწვევას მაინც თამაშში ვეძებ — ზინედინ ზიდანი
– ______________________________________________________

2
786
7-ს მოსწონს
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
786
  
0 1 2