x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სელფი, როგორც საკუთარი სილამაზის თუ სხეულის წარმოჩენის საშუალება

image
მაღალი ხარისხის კამერიანი მობილურების გავრცელებამ უკვე ყველასთვის ცნობილ ტრენდს დაუდო სათავე, სათაურია სელფზე, საკუთარი სილამაზის, სხეულის ფორმების თუ უბრალოდ თავის წარმოჩენის საშუალებაზე.


სელფით გადაღებული სურათები გვხვდება სოციალურ ქსელებში, გვხვდება ჟურნალ-გაზეთებში და გვხვდება ასევე ფასიან რესურსებზე, სადაც პიკანტური სელფის ამტვირთავი გარკვეულ ანაზღაურებას იღებს ატვირთული სურათის სანაცვლოდ.

სელფის გადაღებამ, როგორც ტრენდმა ერთი დადებითი რამ მოიტანა კომპლექსები მოუხსნა საზოგადოების გარკვეულ ფენას, რომელიც ადრე სურათის გადაღებას ერიდებოდა (სიმართლე გითხრათ არც მე მიყვარს დიდად სურათის გადაღება) მხოლოდ შინაგანი კომპლექსების გამო.

ვისი რა საქმეა ადამიანი ლამაზია თუ ულამაზო, თუ მას მოსწონს საკუთარი გარეგნობა მას სრული უფლება აქვს გადაიღოს სელფი, მხოლოდ ერთი რამაა უცნაური და ნაკლებად მისაღები, როცა ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი ზღვარსგადასული სახის სელფებს იღბენ ან სელფს იღებენ უნიტაზის ფონზე ან ისეთ ადგილებში, სადაც თავმოყვარე ადამიანი არცერთ შემთხვევაში არ გადაიღებს სურათს.

თუ ადრე საკუთარი სახის გადაღება იყო მიღებული ახლა რას არ უღებენ სელფს, იქნება ეს ბიუსტი, საჯდომი, ფეხები თუ ზურგი. რას ვიზამთ, ნათქვამია: "ზოგს მღვდელი მოსწონდა და ზოგსაც მღვდლის ცოლიო".


თუ ხშირად საკუთარი ხელით იღებენ სელფს, ასევე ხშირად იყენებენ სელფის ჯოხს, ბოლო პერიოდში უკვე ფართო გამოყენება ჰპოვა მობილურის დამჭერმა შტატივებმა, რომელთა დახმარებითაც იღებენ სელფს.


გთავაზობთ სელფის მოყვარული გოგონების სურათების კოლაჟს.

image
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


+14



















0
440
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
440