x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოსკოვში მკვეთრად იმატა ოჯახის შექმნის მსურველთა რიცხვმა, რაც სიყვარულით სულაც არ აღმოჩნდა განპირობებული
image
გასულ წელს მოსკოვში მკვეთრად იმატა დაქორწინების მსურველთა რიცხვმა, სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციის ბიუროებში 100 000 განცხადება შევიდა ქორწინებაზე, რომელთა დამოწმება და რეგისტრაციაში გატარება უკვე მოხდა.


ეს ციფრები რეკორდულია ბოლო 105 წლის განმავლობაში მოსკოვში.


აღნიშნული სტატისტიკა მედიას მიაწოდა მოსკოვის მერის მოადგილემ სოციალური განვითარების საკითხებში ანასტასია რაკოვამ.


"დაქირწინებულთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება, 2022 წელს ჩვენ დავარეგისტრირეთ ქალაქ მოსკოვში 15%-ით მეტი მსურველი ვიდრე ეს იყო გასულ წლებში. დედაქალაქში დაქორწინდა 100 613 წყვილი, ესაა ბოლო 105 წლის მანძილზე ყველაზე რეკორდული ციფრი, რაც კი შემოსულა ქორწინების სარეგისტრაციო ბიუროებში"-განაცხადა მოსკოვის მერმა.

ქორწინება ქორწინებად, მაგრამ როგორც ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ფსიქოთერაპევტი რამილ გარიფულინი აღნიშნავს: "ოჯახების შექმნის უდიდესი ნაწილი სულაც არ უკავშირდება სიყვარულით ოჯახის შექმნას. ოჯახები იქმნება წმნინდა პრაგმატული მოსაზრებით, წყვილი ერთიანი ძალებით ცდილობს გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს და ზოგადად გაძვირებულ ცხოვრებას ერთიანი ძალებით გაუმკლავდეს. რა მაძლევს ამის თქმის უფლება?-ამის თქმის უფლებას მაძლევს რეკორდულად მზარდი საქორწინო ხელშეკრულებების რიცხვი, რომელიც ადრე ძალიან უმნიშვნელო იყო.



მართალია მოსკოვის მერის მოადგილემ კი განაცხადა რომ რეკორდული რაოდენობის დაქორწინება მოხდა მოსკოვში, მაგრამ რატომღაც ის გამორჩა, რომ იმ რეკორდული რაოდენობის დაქორწინებულთა 40%-ი უკვე გაეყარა ერთმანეთს.


უსიყვარულოდ შექმნილ ოჯახებს ასულდგმულებს მხოლოდ ერთობლივი იპოთეკის გამოყენება საქმის დასაწყებად ან გაძვირებულ ცხოვრებასთან გასამკლავებლად"-აღნიშნა მან.

მიუხედავად იმისა რომ მოსკოვში ქორწინების რეკორდი დამყარდა ეს არ ასახულა მოსკოვში ახალშობილთა რიცხვის მატებაზე.


მოსკოვის მერის მოადგილის რაკოვას თქმით: "მოსკოვში ახალშობილების რიცხვის მატების პიკი არ აღინიშნება, მე იმედი მაქვს, რომ ამ მხრივაც მოიხსნება რეკორდი"-განაცხადა რაკოვამ.

.მოსკოველი ანალიტიკოსების თქმით იპოთეკით გაერთიანებული წყვილების განქორწინება 10%-ით ნაკლებია მოსკოვში, ვიდრე საქორწინო კონტრაქტით დაქორწინებულისა.

ასე რომ შესაძლოა ეს პიკანტური საქორწინო კაბა პატარძალმა მეორედ ან სულაც მესამედ მოირგოს.
image

+12





0
323
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
323