x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ილონ მასკმა საზოგადოებას გააცნო ჩიპირებული მაიმუნი, რომელიც კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობს
image
მეცნიერები ძალიან დიდი ხანია რაც მუშაობენ გენეტიკური კოდის შეცვლაზე, კლონირებაზე და ზოგადად ზე ჭკვიანი ადამიანის მიღებაზე, რაც დღემდე მიუღწეველი რჩება.


მართალია მიიღეს გენმოდიფიცირებული პროდუქტების მთელი პროდუქტი, მაგრამ ერთია შექმნა გენმოდიფიცირებული პროდუქტი და მეორეა შექმნა ადამიანი გენიოსის თვისებებით, რომლისთვისაც ნებისმიერი თემა ერთნაირად ნათელი იქნება.


ყველამ თუ არ იცით გაგონილი მაინც გექნებათ ცნობილ ბიზნესმენზე, ინოვატორზე და გამომგონებელზე ილონ მასკზე, სწორედ მისი კომპანიამ ჩააგდო გასულ წელს ნახევარი მსოფლიო შოკში როცა თანამგზავრების უზარმაზარი რაოდენობა გაუშვა კოსმოსში და რის გამოც ერთ რიგზე ჩამწკრივებული თანამგზავრების დანახვამ პანიკაში ჩააგდო საზოგადოება.


ამჯერად მასკმა საზოგადოებას წარუდგინა ჩიპირებული მაიმუნი, რომელიც დამოუკიდებლად უშეცდომოდ მუშაობს კომპიუტერთან.

მაიმუნი კომპიუტერს მართავს აზრების მობილიზებით, რომელსაც მის ტვინს მასში ჩადგმული ჩიპი აწვდის. კომპანია "Neuralink"-ი გეგმავს მსოფლიოში პირველად ადამიანს ჩაუდგას ჩიპი რომლის მეშვეობითაც ადამიანი მობილურის და კომპიუტერის მართვას შეძლებს არა ხელების დახმარებით, არამედ გონებიდან წამოსული იმპულსებით.


"ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით ნახევარ წელიწადში შეგვეძლება პირველი ჩიპი ადამიანში ჩადგმა"-განაცხადა ილონ მასკმა.

ბიზნესმენის თქმით კვლევის პროცესში მიღებულ იქნება ყველა აუცილებელი უსაფრთხოების ზომა, მისი თქმით ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროსაც სრულად იყო უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული, რის გამოც არცერთი ცხოველი არ დაღუპულა. ჩიპ ჩადგმული მაიმუნიც მშვენივრად გრძნობს თავს.



ამის დასტურად მასკმა საზოგადოებას წარუდგინა მაიმუნი, რომელმაც შეძლო კომპიუტერზე დაეწერა ფრაზა გონებიდან ნაკარნახევი იმპულსების დახმარებით.

კადრში ჩანს მაიმუნის მიერ დაწერილი ფრაზა, სადაც ის გემრიელ "სასუსნავს" ითხოვს.


ესაა მაკაკა პეიჯი, რომელსაც ჩაუდგეს ნეირო ჩიპი, მაკაკა ჯოისტიკით თამაშობს ვიდეოთამაშს, მისი მოტივაციისათვის კი ამ ეტაპზე სპეციალური მილით მიეწოდება ბანანის წვენი.

0
133
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
133