x
image
თეონა გორდეზიანი
ნიკუშა შენგელაია დედაზე...

„სოფიკომ ძალიან იწვალა. რაც ამ ავადმყოფობას მოყვება, ყველა ტკივილი გადაიტანა. გარდაცვალებაზე არ საუბრობდა, სიცოცხლე უყვარდა, ბოლოს, როცა სიცოცხლის ხანმოკლეობის შეგრძნება გაუმძაფრდა, მითხრა - დრო ისე გაირბენს, ვერც კი გაიგებ, შენი საქმე აკეთე და ღმერთს მადლობა უთხარი, რომ მზეს ხედავო!

მე და დედა მეგობრები ვიყავით. მეუბნებოდა, რომ ჩემი საქმისთვის მეტი დრო დამეთმო, უყვარდა, როცა ერთად მივდიოდით კინოში, თეატრში. ახლა ვნანობ, რატომ უფრო ხშირად არ ვიყავი მის გვერდით. ძალიან ვნანობ, რომ არც ბებიაჩემი დამიხატავს და არც - დედა. როცა უახლოეს ადამიანებს ხედავ, ვერც კი წარმოიდგენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი შეიძლება გაქრნენ შენი ცხოვრებიდან.

დედა რომ გარდაიცვალა, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მას გაუხარდებოდა. აივნის წინ, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებდით, მის სახელზე ბროწეული დავრგე - იმ ბროწეულთან ვაბარებ ხოლმე პატაკს. სულ ვფიქრობ, ნეტავ თუ გრძნობს-მეთქი? დედა ხშირად მესიზმრება, იმდენად მძაფრი და რელურია ეს კონტაქტი, რომ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს... მის მანქანას ნომრით - სოფ777, ჩემი შვილი, გიორგი ატარებს. პატრულის თანამშრომლებსა და „სტაიანშიკებს" ეს მანქანა კარგად ახსოვთ.

ახლა დედა რომ ცოცხალი იყოს, ჩავეხუტებოდი, ხელს აღარ გავუშვებდი, ბევრ იასამანს მივუტანდი, ვეტყოდი - ყველაფერს გადავდებ, ოღონდ აქ დარჩი, ოღონდ ერთად ვიყოთ-მეთქი! სულ მახსოვს და სანამ ჩემი გული ფეთქავს, სულ მემახსოვრება. ყოველი მისი გახსენება ჩემთვის ცრემლია. მისი არავითარი ნივთი თან არ დამაქვს, დედა გულში მყავს!"

ნიკუშა შენგელაია.

image

0
133
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0