x
image
თეონა გორდეზიანი
რას გვიყვება ნანული სარაჯიშვილი ორ ძალიან ცნობილ ფილმთან დაკავშირებით
image


თქვენი პირველი როლი ფილმში "მანანა", პატარა ასაკში ითამაშეთ, არ გაგიძნელდათ ამ როლის შესრულება?

– ძალიან სერიოზულად მოვეკიდე იმ მოვალეობას, რაც რეჟისორმა დამაკისრა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თავიდან შემეშინდა. ფილმში ხომ ქართული კინოს ვარსკვლავები: სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, იპოლიტე ხვიჩია, მედეა ჩახავა და იაშა ტრიპოლსკი თამაშობდნენ. ეს ხალხი მხოლოდ ტელევიზიით და სცენაზე მყავდა ნანახი, მაგრამ ბოლოს ძალიან დავუახლოვდი, მათგან ბევრი რამე ვისწავლე. მსახიობობა ბევრს ადვილი ჰგონია. მართალია, ამ ფილმმა პოპულარობა მომიტანა და თვითონაც წარმატებული ნამუშევარი იყო, მაგრამ გადაღებების შემდეგ მსახიობობა გადავიფიქრე. არადა, სურვილი მანამდე მქონდა, მივხვდი, რომ ძალიან რთული რამე ყოფილა. ნიჭის გარდა კოლოსალური შრომა სჭირდება ამ ყველაფერს. მაყურებელი უბრალოდ უყურებს, ან მოეწონება, ან არა, იმას კი არ კითხულობს, ამაში რამხელა ძალისხმევაა ჩადებული, რამდენი ღამე გაქვს გათენებული.

ნაცნობია პატარა ამბავი, რომელიც ფილმ "გარიგებას" უკავშირდება. ძალიან საპასუხიმგებლო მისია ჰქონდათ მსაიხიობებს, როლის გათავისება და თელაველ კახელად გადაქცევის მცდელობა, რან ქალბატონ ნანულის უბადლოდ გამოუვიდა. აი, რას ჰყვება გადაღებების წინა პერიოდთან დაკავშირებით.

სანამ ფილმის "გარიგების" გადაღებები დაიწყებოდა, დილით ადრე, თელავის ბაზარში მივდიოდი ხოლმე. აქაური ხალხის დიალოგი მაინტერესებდა. სამი დღე ვუსმენდი მათ კილოს. დავიწყეთ გადაღება და ხშირად ხუმრობდნენ, ეს ფილმი "ოსკარს" აიღებსო. "ოსკარი" - არა, მაგრამ შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო ფესტივალზე "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" პრიზი - "ოქროს არწივი" მივიღე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია ჩემს ოჯახში. დღესაც მეუბნებიან: "მარო მამიდა მოვიდა". მაყურებელმა ეს როლი ძალიან შეიყვარა".
0
111
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0