x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ბოლო დროს სექსი არ გქონიათ? წაიკითხეთ, რა უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული მსგავსი მდგომარეობა
სექსის არქონას ბევრი უარყოფითი შედეგი მოსდევს. მათ შორისაა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემატიკა. ამ სტატიაში ამ ყველაფერს დეტალურად გაეცნობით.


მოდით, უპირველეს ყოვლისა იმაზე შევთანხმდეთ, რომ ტოქსიკურ ურთიერთობებში ყოფნას მარტოობა სჯობს. არავინ არის ვალდებული, იქონიოს სექსი ადამიანთან, რომელიც მას ამცირებს, დასცინის, სარკასტულად ეპყრობა, ფულს სძალავს და ფიზიკურად უსწორდება. აი მეორეს მხრივ კი კარგი სექსი გუნება-განწყობასაც ამაღლებს, იმუნიტეტსაც აუმჯობესებს და რიგ ფსიქიკურ პრობლემებსაც ებრძვის. შესაბამისად დიდი ხნის მანძილზე სექსის არქონა სერიოზულ გართულებებთან არის დაკავშირებული. ამ ყოველივეზე ქვემოთ ვისაუბრებთ.


სექსის არქონის ფიზიკური შედეგები


არარეგულარულ ან არც ისე ხშირ სექსს შეუძლია ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები გამოიწვიოს. ყველაზე ხშირი პრობლემები, რაც სექსის არქონას ან არასაკმარის ქონას მოსდევს, მამაკაცებში არის:



ერექტული დისფუნქცია


ნაადრევი ეაკულაცია


ჰიპოაქტიური სექსუალური ჟინი


რეტროგრადული ეაკულაცია


შარდსასქესო გზების ინფექციები


პროსტატის ადენომა


ქალებში სექსის არასაკმარისად და არარეგულარულად ქონას შემდეგი ხასიათის ფიზიკური გართულებები მოსდევს


ვაგინალური სიმშრალე


ტკივილი სექსის დროს


ტკივილი მენსტრუაციისას


საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომი


გარდა ამ ყოველივესი, არასაკმარისი სექსის ქონა როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში შემდეგ პათოლოგიებს იწვევს


ჰიპერტონია


ღიპის ქონა


ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები


სისხლის მიმოქცევის შეფერხება


წელის ტკივილი


დაღლილობა


ფსიქიკური პრობლემები, რასაც სექსის არქონა ან არასაკმარისი რეგულარობით ქონა იწვევს


სექსის დროს დიდი რაოდენობით ენდორფინები გამოიყოფა, რომელთა მეშვეობით გუნება-განწყობა მკვეთრად მაღლდება. ამის საპირისპიროდ დიდი ხნით სექსის არქონა განწყობის გაფუჭებას, უძილობას და დეპრესიას იწვევს.


სექსის სრული არქონა მძიმედ აისახება ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შიშები, სტრესი, შფოთვები, აგრესია - ეს ყოველივე სექსის არქონის პირდაპირი და არასრული შედეგებია. თუ ადამიანი მრავალი წლის მანძილზე სექსისგან თავს იკავებს, მისი იმუნური სისტემა ცუდად მუშაობს, ეს კი ვნებს როგორც მის სულს, ასევე ხორცს.


არადა, ნებისმიერი რელიგია უსასტიკესად ებრძვის სექსს. რელიგიათა მსახურებს სექსი “მრუშობად” და “მომაკვდინებელ ცოდვად” აქვთ გამოცხადებული. ეს ყოველივე კი იმ პერიოდიდან მომდინარეობს, როცა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები სწრაფად ვრცელდებოდა, ხოლო ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ამ დაავადებებს მიკროორგანიზმები იწვევდნენ. ადამიანები ძველად ფიქრობდნენ, რომ სქესობრივად გადამდებ დაავადებებს მიკროორგანიზმები კი არა, თავად სექსი იწვევდა და ამიტომ რელიგიის მსახურებმა ოდითგანვე აკრძალეს და ჩარჩოებში მოაქციეს სქესობრივი ურთიერთობები. ისინი ფიქრობდნენ, რომ მსგავსი ურთიერთობები ღმერთს განარისხებდა. ამიტომ ისინი სექსის აუცილებლობას მხოლოდ გამრავლების მიზნით აღიარებდნენ.


დღეს უკვე ვიცით მიკროორგანიზმების არსებობის შესახებ, მაგრამ სექსი ძველი ინერციით ისევ საშინელ ცოდვად არის მიჩნეული და კვლავაც დიდი ხნის მანძილზე სამწუხაროდ ასე იქნება. საუბედუროდ ამ ყოველივეს ადამიანების სიცოცხლე ეწირება მსხვერპლად. უსასრულო აკრძალვათა მარწუხებში სექსის მოქცევის გამო უკვე მილიარდობით ადამიანია ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი და კიდევ რამდენი გარდაიცვლება, ვინ იცის?


სექსი

0
191
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0