x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ასტრონომებმა სამი სუპერდედამიწა და ორი სუპერმერკური აღმოაჩინეს
ასტრონომებმა ვარსკვლავური სისტემა აღმოაჩინეს, რომელიც სამ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტას და ორ სუპერმერკურის მოიცავს, რაც უდიდეს იშვიათობას წარმოადგენს. ფაქტიურად სუპერმერკურები სამყაროს იმდენად იშვიათი ეგზემპლარებია, რომ მათგან მხოლოდ რვა არის დღემდე დაფიქსირებული, მათ შორის კი ორი ახლად აღმოჩენილი პლანეტაა, რომელთა შესახებ ამ სტატიაში გვაქვს საუბარი.


ეს სუპერმერკურები ჩილეში მდებარე ევროპული გიგანტური ტელესკოპის (ESO) სპექტროგრაფმა ESPRESSO-მ ვარსკვლავ HD 23472-ის სისტემაში იპოვა. ორივე პლანეტას რკინის უდიდესი შემცველობა აღენიშნება. ესენი ფაქტიურად რკინისა და ნიკელისგან შემდგარი, დედამიწასთან შედარებით მომცრო ზომის პლანეტებია, რომლებსაც მანტია არ აქვთ.


მეცნიერები დღემდე ფიქრობდნენ, რომ მერკურის მანტია რომელიღაც ძალიან დიდი კოსმოსური კატასტროფის შედეგად გაქრა. მეორე თეორიის თანახმად კი მანტია პლანეტის მზესთან დიდმა სიახლოვემ დაადნო. უფრო დაზუსტებით იმის გასარკვევად, თუ რომელია ამ ორი თეორიიდან უფრო მართებული, სხვა ვარსკვლავთა სისტემებში მოთავსებულ სუპერმერკურებზე დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ერთბაშად ორი სუპერმერკურის აღმოჩენა დიდად გააფართოებს ჩვენს თვალსაწიერს.


ერთსა და იმავე სისტემაში ორი სუპერმერკურის აღმოჩენის გამო თეორია იმის თაობაზე, რომ ჩვენმა მერკურიმ თავისი მანტია რომელიღაც კოლოსალური კოსმოსური შეჯახების შედეგად დაკარგა, ნაკლებად სავარაუდო გახდა, რადგან ორ პლანეტას ერთნაირად რომ განეცადა შეჯახება, ამის ალბათობა უაღრესად მცირეა.



გარდა სუპერმერკურებისა, დიდ ყურადღებას იპყრობს ასევე 3 სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა, რომლებიც შესაძლოა ცოცხალი არსებებით იყვნენ დასახლებული. ამიტომ უახლოეს წლებში მეცნიერები აღნიშნული პლანეტების ატმოსფეროს ქიმიურ შემადგენლობას დეტალურად გამოიკვლევენ და დასკვნებსაც გაასაჯაროებენ. მაშინ კი გვეცოდინება დიდი ალბათობით, არის თუ არა სიცოცხლე რომელიმე მათგანზე.


დედამიწა

0
256
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0