x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მანქანის გადაყვანა აირზე უნდა მოხდეს ლიცენზირებულ სახელოსნოებში, სხვა შემთხვევაში მივიღებთ ასეთ შედეგს
image
საქართველოში უამრავი მანქანა დადის, რომელშიც დამონტაჟებულია თხევადი აირის აპარატურა. ცნობილი ფაქტია, რომ ბენზინთან და დიზელის საწვავთან შედარებით ბუნებრივი აირი ბევრად იაფიც ღირს და ბევრად ეკონომიურიცაა მთლიანობაში მანქანის მფლობელისათვის.


თუნდაც ტაქსები ავიღოთ, რომელთა უდიდეს ნაწილს ბუნებრივი აირის ბალონები აქვთ ჩადგმული ერთ "ციდა" მანქანებში მაქსიმალური ეკონომიის მისაღებად.


მე მათი მესმის, მაგრამ ეს უზარმაზარი საფრთხის შემცველია, რადგან კუსტარულად დამონტაჟებული მეორადი აირის ბალონი და აპარატურა, რომელსაც არანაირი აირის გაჟონვის დეტექტორი არ გააჩნია და კაციშვილმა არ იცის სად გაჟონავს.


მესამე თაობის აირის ბალონით და აპარატურით გაწყობილი მანქანების ბუმია საქართველოში, მართალია ტექდათვალიერებისას აირის სისტემა ცალკე მოწმდება, მაგრამ როცა მანქანა ყოველდღე მუშაობს არავინ იცის სისტემის რომელ ნაწილში მოხდება აირის გაჟონვა.



ზოგადად აირის აპარატურის დამონტაჟება უნდა ხდებოდეს ლიცენზირებულ სახელოსნოებში და არა კერძო პირის მიერ, რომელსაც პროფესიული თვალსაზრისით არანაირი თეორიული გამოცდილება არ გააჩნია.


ბევრჯერ მინახია მანქანა, რომელსაც იმის გამო რომ აირის ბალონი ვერ ეტევა საბარგულში, აირის ბალონი გვერდულად უდევს საბარგულში, თან ისე ყველა დაიფაროს ავარიისგან ღმერთმა და უკნიდან შეჯახება რომ მოხდეს აირის გაჟონვა და აფეთქება გარდაუვალია.


ავტოგასამართ სადგურებზეც ბევრჯერ მოხდა ბალონში აირის ჩატუმბვისას ბალონის აფეთქება, რასაც ან ვადაგასული ბალონის ცუდი ხარისხი ან ზედმეტი რაოდენობის საწვავის ჩატუმბვა იწვევს.


მე როცა თუნდაც 1 ჭიქა სასმელის დალევა მიწევს, იქვე ვტოვებ მანქანას, ვიძახებ ტაქსს და მივდივარ სახლში, მაგრამ მანქანის მძღოლს ვუთანხმდები წინასწარ, არ მოწიოს სიგარეტი.


აირის გაჟონვისას ძრავის სექტორიდან ან საბარგულში მდებარე ბალონიდან, აირი თავისუფლად აღწევს მანქანის სალონში და ასეთ დროს სიგარეტის მოწევა დეტონატორის როლს ასრულებს.


თუ აყენებთ მანქანაში აირის სისტემაც, დაიხარჯეთ მეტად და დააყენეთ ევროპული აირის აპარატურა, გადაიხდით ძვირს, მაგრამ დაიზღვევთ თავს და დააზღვევთ თქვენს მგზავრებს.


თითოეულს გირჩევთ, აირის სისტემა დაამონტაჟოთ მხოლოდ ლიცენზირებულ ხელოსანთან ან ავტო-სახელოსნოებში, რაც გაზრდის უსაფრთხოებას.

სურათზე მდებარე მანქანა აადეთქა აირის გაჟონვამ და მძღოლის მიერ სანთებელას ანთებამ სიგარეტის მოსაწევად, მძღოლი გადარჩა, მაგრამ ძლიერი დამწვრობის გამო დიდხანს მოუწია სპეციალიზირებულ კლინიკაში ყოფნამ.


აი რითი ჯობია თანამედროვე აირის ბალონები ძველი თაობის ბალონებს, რომლებიც სქელი ფოლდითაა დამზადებული და დამატებითი დამაზიანებელი ფაქტორის შემცველია.

აი რა მოჰყვა აირის გაჟონვისას მანქანის სალონში სიგარეტის მოკიდებას.
არავინ დაღუპულა, მამაკაცი გადარჩა მცირე ტრავმებით და დამწვრობით, ზამთრის ტანსაცმლის გამოისობით.

+12

0
66
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
66