x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"Tesla"-ს ელექტოკარმა ამჟამად პუერტო-რიკოში აურია და მძღოლისგან დამოუკიდებლად პარკირებისას ავარიაც მოახდინა

image "Tesla"-ს ელექტრომობილებმა ბოლო პერიოდში ფართო პოპულარობა ჰპოვა მისი ეკონომიურობის და ამასთან ერთად კომფორტულობის გამო, აღნიშნულმა ბრენდმა სპორკარებიც გამოუშვა, რომლებიც საკმაოზე მეტად სწრაფია სხვა ბრენდის ელექტრომობილებთან შედარებით.
თუმცა "Tesla"-ს ელექრომობილებმა ერთი უცნაური თვისებებიც გამოავლინა, რამდენიმე ქვეყანაში აღნიშნული ბრენდის მანქანებმა მძღოლისგან დამოუკიდებლად საავარიო სიტუაციები შექმნეს, რამდენიმე ისეთი ავარიაც დაფიქსირდა, სადაც მანქანა მძღოლისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა ანუ მარტივი და გასაგები ენით, რომ ვთქვათ მძღოლმა დაკარგა მანქანაზე კონტროლი, მანქანის მიერთ თვითმართვის რეჟიმზე გადასვლის გამო.
ამჯერად ავარია პუერტო-რიკოში მოხდა, ელექტრომობილი "Tesla Model 3"-ი მძღოლის მიერ მისი პარკირებისას მძღოლის ჩარევის გარეშე თვითნებურად აჩქარდა და პარკირებაზე მდგომ "Toyota Tacoma"-ს დაეჯახა, ბოლო მომენტში მძღოლმა საჭის მოტრიალება მოახერხა და გვერდულად შეასკდა პიკაპს. საკუთარი მანქანის ფრთის დალწვის მერე მანქანა ეჯახებოდა ტრორუარზე მიმავალ მოქალაქეს, რომელიც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს მისი რეაქციის წყალობით, მძღოლის მცდელობის მიუხედავად მანქანის დამუხრუჭება ვერ მოხერხდა და "გავეშებულმა" მანქანამ კიდევ ერთ მანქანას გაჰკრა ხან ფრთა და ხან გვერდი, ერთი სიტყვით სანამ მძღოლი მოახერხებდა მანქანის შეჩერებას, მანქანა ძალიან დაიმტვრა.



0
160
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
160