x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
არიან ადამიანები რომლებიც უზარმაზარ კვალს ტოვებენ ჩვენს ცხოვრებაში, ასეთი იყო სულმნათი ბუბა
image ხელოვანი მე არა ვარ ამ მხრივ გამეცნო ბუბა კიკაბიძე, მაგრამ გავიცანი როგორც სამხედრომ.


ძალიან უყვრდა ამ ადამიანს ქართული ჯარი და ქართველი სამხედროები, არა მარტო ქართველი სამხედროები, ზოგადად უყვარდა თითოეული ადამიანი ვისაც კი ქართული არმიის ფორმა ეცვა.


მე გორში ვიყავი მივლინებაში როცა გავიცანი ქართული კინოს და ესტრადის ლეგენდა, არა მარტო ქართული ესტრადის და კინოს ლეგენდა, არამედ საბჭოთა კავშირის კინოს და ესტრადის ლეგენდა, კაცი რომელსაც დაცვას სთავაზობდნენ რაზეც სიცილით უპასუხია: ჩემი პოპულარობა და ღირსება საპნის ბუშტივით გასკდება, როგორც კი მე ხალხში თავისუფლად ვერ გავივლიო.


ამ სურათებზე ბუბა გორის ცალკეული სატანკო ბატალიონშია სტუმრად, კონცერტი ჩაატარა სამხედროებისათვის.



აქ სურათებზე მდგარი ბიჭების ნაწილი ცოცხალი არაა, ზოგი 2008 წელს ტანკებში ჩაიწვა, ზოგიც უშუალოდ კონტაქტურ ბრძოლაში შეაწყდა რუს ოკუპანტებს.


სამწუხაროდ ვერ მოვიძიე სურათი, სადაც ჩემს მეთაურთან და ბუბასთან ერთად ვარ გადაღებული, ბუბა მიშას სცემდა პატივს თუ გრიშას ეს ჩემთვის მეასე ხარისხოვანია, ის იყო კაცი რომელსაც გულით უყვარდა ქართული ფორმა და ქართული ფორმის მატარებელი თითოეული მატარებელი.


კარგად მახსოვს მისი ხუმრობები გორის ცალკეული სატანკო ბატალიონის მეთაურთან მამუკა გორგიაშვილთან (არწივა).


არც რიგით ჯარისკაცებთან ურთიერთობას მორიდებია, ზოგადად ნიჭიერი ადამიანების უდიდესი ნაწილი თავისი უბრალოებით აღწევს ხალხის სიყვარულს.
ასეთი იყო ბუბა კიკაბიძე.


imageimageimageimageimage
ამიერში უზარმაზარი სიყვარული დაიმსახურე მაესტრო, იმიერში უფალს ებარებოდე.




0
168
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
168