x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ლიზა ქისტაურის გარდაცვალების გამო ქართველ ერს სდებენ ბრალს
image

არასდროს დავინტერესებულვარ სხვისი პირადი ცხოვრებით, არასდროს გამილანძღავს ადამიანი მისი ორიენტაციის გამო, მაგრამ გამომითქვამს უარყოფითი დამოკიდებულება "პრაიდების" ჩატარებასთან დაკავშირებით.


ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ისე იცხოვროს, როგორც თავად სურს, უნდა ორიენტაციას შეიცვლის და უნდა სქესს, მაგრამ ქუჩაში ლოზუნგებით და ტრანსფარანტებით გამოსვლა-"აი ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო" მიუღებელია საზოგადოებისათვის, მიუღბელია ჩემთვისაც.


საკუთარ სახლში თუ ბინაში სხვისი პირადი სივრცეა და არავის აქვს უფლება ის სივრცე დაურღვიოს ვინმეს, მაგრამ იმის ქუჩაში აფიშირება აი მე განსახვავებული ორიენტაციის ვარ და თქვენი აზრი სულ ფეხებზე "მკიდიაო" არაა სწორი.



იცხოვრე, როგორც გინდა, ვისთანაც გინდა და რამდენი ხანიც გინდა, მაგრამ ამას არ უნდა ტირაჟირება და პროპაგანდა.


"პრაიდის" გარეშე ხომ შეიძლება იცხოვრო ისე, როგორც მოგესურვება?-მაშ რა საჭიროა ვიღაცის დაფინანსებული პროვოკაციის აყოლა?


გიორგი ქისტაური ხშირად ხუმრობდა თემებზე, რომელზეც ხუმრობა არაა სასურველი, მაგრამ არსად, არასდროს ამის გამო არ გამილანძღავს.


აეც მაშინ ამომიღია ხმა როცა გიორგი ლიზა გახდა, არ იყო ეს ჩემი გასარჩევი თემა და საკითხი, მაგრამ მაკვირვებს ის ადამიანები რომლებიც გვამუნათებენ და გვაკრიტიკებენ, თან ლამისაა ჩვენ დაგვაბრალონ ლიზა ქისტაურის გარდაცვალება.


დადასტურებულია, რომ ქისტაური არაა არც ნაწამები და მით უფრო არც მოკლული, ბელგია მაღალგანვითარებული ქვეყანაა და აუცილებლად დაადგენენ ქისტაურის გარდაცვალების მიზეზს.


სამწუხაროდ ქისტაური დიდხანს იმყოფებოდა ბინაში გარდაცვლილი და ოთახში მაღალი ტემპერატურის გამო, გვამი გახრწნილია როგორც ბელგიური პრესა წერს.
ამიტომ გაჭირდა მისი ამოცნობა რამდენიმე დღის განმავლობაში.


თუ ადამიანური ფაქტორი არაა ჩართული ქისტაურის გარდაცვალებაში, მაშ რა უნდა ამ ადამიანებს, რამდენიმე დღეა "წვინს რომ გვიჭამენ" და პოპულისტური გამოხდომებით ადგილს იმკვიდრებენ.


ქისტაურმა გააკეთა თავისი არჩევანი, ცხოვრობდა ისე როგორც მას სურდა და ახლა სპეკულაცია ზოგიერთი "პროდვინუტი" ცნობილის თუ ერთი ცნობილი მონაზონის მიერ ემსახურება ქართველი ერის და ზოგადად საზოგადოების დამნაშავედ გამოყვანას.


ბელგიის საგამოძიებო უწყებების თქმით სავარაუდოდ სიკვდილის მიზეზი სტეროიდების და ჰორმონების მიღებაა.


თუმცა რეალობას "ფარდა აეხდება" ექსპერტიზის სრულფასოვანი გამოკვლევების შემდეგ.


ადამიანურად მეცოდება ქისტაური, მიუხედავად იმისა, რომ მასთან არანაირი შეხება, თუნდაც სოციალურ ქსელში არასდროს მქონია.


0
98
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
98