x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩრდილოეთ კორეელ სტუდენტებს სამხრეთ კორეულ კილოზე საუბრის გამო მაღაროში იძულებით ამუშავებენ
image

ჩრდილოეთ კორეელი სტუდენტები გარიცხეს უნივერსიტეტიდან და აიძულეს ემუშავათ ქვანახშირის მაღაროში, რადგან ხშირად უყურებენ უცხოურ ტელევიზიებს.


სავარაუდოდ, ოთხი სტუდენტი იმ დროს დაიჭირეს, როდესაც მობილურ ტელეფონებზე უფრო რბილი აქცენტ ლაპარკობდენ და სასიყვარულო ტერმინებს იყენებდნენ, რომლებიც დამახასიათებელია სამხრეთ კორეელებისთვის, იუწყება ავტორიტარული ქვეყნის წყარო.


აკრძალული სიმღერები, ფილმები და სატელევიზიო შოუები, როგორიცაა "Squid Game" ან "Crash Landing on You" კონტრაბანდულად შემოდის ქვეყანაში USB მეხსიერების ბარათებით. ითვლება, რომ სტუდენტებმა, სავარაუდოდ, ასეთი საუბრის მანერა სწორედ სამხრეთ კორეული მედიის ყურების შემდეგ გადაწყვიტეს.





მათი თავისუფალი სამხრეთელი მეზობლების მსგავსად ლაპარაკი მოდური გახდა ახალგაზრდა ჩრდილოეთ კორეელებში, განუცხადეს წყაროებმა რადიო "თავისუფალ აზიას" (RFA). მაგრამ ფხენიანი და კიმ ჩენ ინი მეტყველების ასეთ სტილს კონტრრევოლუციურს და, შესაბამისად, დანაშაულად მიიჩნევენ.


„მარიონეტული აქცენტის" გამოყენების ფენომენი ცენტრალურმა კომიტეტმა განსაზღვრა, როგორც მტრის ბურჟუაზიულ იდეოლოგიის და კულტურის შემოღწევისადმი თანაგრძნობის უპატიებელი აქტი, "-, განუცხადა RFA-ს ჩრდილოეთ ჰამგიონგის პროვინციის მცხოვრებმა.

image

ბოლო დრომდე, ხელისუფლებას ჰქონდა გაცემული ბრძანება, ვისაც ასეთი მანერით მოსაუბრეს გამოიჭერდნენ, რაც მიჩნეულია შეუფერებლად, უნდა დაეწერათ თვითკრიტიკული განცხადება და პირობას დაედოთ, რომ ისინი აღარასოდეს გამოიყენებენ მსგავს აქცენტს;


თუმცა, ოფიციალური პირები ახლა უფრო მკაცრ ჯარიმებს აწესებენ.


მთავრობა აპირებს ძლიერი კონტრზომების მიღებას და ამტკიცებენ, რომ "სამხრეთ კორეული აქცენტის გამოყენების ფენომენი არის კონტრრევოლუციური დანაშაული, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ჩვენი შიდა საქმეები“, - დასძინა RFA-ს წყარომ.


2020 წლის დეკემბერში ჩრდილოეთ კორეამ მიიღო კანონი "რეაქციული აზროვნებისა და კულტურის უარყოფის" შესახებ, რომელიც ორ წლამდე კატორღით სჯის იმ ადამიანებს, ვინც სამხრეთ კორეულ სტილში საუბრობს, წერს ან მღერის.


მძიმე კატორღული სამუშაო შეიძლება გაგრძელდეს 15 წლამდეც კი, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებიც უცხოური მედია კონტენტის გავრცელებაზე დაიჭერენ, სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.


სწორედ ამ კანონის თანახმად, გასული წლის ოქტომბერში ორი მოზარდი სიკვდილით დასაჯეს, სამხრეთ კორეის სატელევიზიო შოუების ან ფილმების შემცველი USB დისკების გაყიდვისთვის.

2
118
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
118
  
2023, 9 იანვარი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 7 იანვარი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2