x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკაში კომუნიზმის აჩრდილი დაიარება
image

ამერიკაში სოციალიზმი იღვიძებს და ესენი არიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგენი.ამ ზაფხულს დემოკრატმა სოციალისტმა ალექსანდია ოკასიო-კორტესმა შიდაპარტიულ არჩევნებში მოუგო კონგრესმენ ჯო კროულის დამოკრატიული პარტიიდან, რომელიც 1999 წლიდან წარმომადგენლთა პალატის უცვლელი წევრი იყო.


ახალგაზრდა სოციალისტი აპირებს ადამიანებს უფასოდ უმკურნალოს, მისცეს უფასო განათლება და უფასოდ გადასცეს ბინები ყველა ამერიკელს სახელმწიფოს ხარჯზე, თუმცა არ აკონკრეტებს ამას ყველაფერს ვინ გადაიხდის.სოციალისტებს თავი მაღლა აქვთ აწეული და ემზადებიან შუალედური არჩევენებისთვის, რომელიც ნოემბრში გაიმართება.მოკლედ იმ ქვეყანაში გაცოცხლდა ლენინის იდეები, რომელიც ოდესღაც კაპიტალიზმის მყარი ბასტიონი იყო.

image



"დღევანდელი ამოცანაა არა მარტო შრომის ნაყოფიერების გაზრდა, არამედ მოსახლეობისათვის საჭირო საქონლის წარმოების გაფართოვება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, საბინაო მშენებლობის შემდგომი გაფართოება და მშრომელთა ჯანმრთელობის დაცვისადმი მიმართული ახალი ღონისძიებების გატარება.

ნათელია, რომ ყველა ამ ამოცანის შესრულება ხელის ერთი დაკვრით -ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაშიც კი ვერ გადაწყდება. ეს მოითხოვს მთლიანად პარტიის და ხალხის მუდმივ ძალისხმევას ", - განაცხადა სსრკ ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, სსრკ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ლეონიდ ბრეჟნევმა მსოფლიო პროლეტარიატის ლიდერის, ვლადიმერ ილიას ძე ლენინის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.


თუმცა, ძნელია რითიმე განასხვავო ახალგაზრდა ამერიკელი პოლიტიკური ვარსკვლავის და ბრეჟნევის 1970 წელის განცხადება ერთმანეთისგან.


" მჯერა, რომ ყველა ამერიკელი იმსახურებს სტაბილურ და ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს, რომ მათ აქვს ჯანმრთელობის დაცვის და განათლების უფლება - თანამედროვე ცხოვრების ამ ძირითადი საჭიროებებით უნდა იყოს გარანტირებული ღირსეული საზოგადოება".

image

ასეთი ლოზუნგებით შეძლო ოკასიო-კორტესმა პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ჯო კრიულის დამარცხება, რომელმაც საარჩევნო კამპანიაში, დახარჯა სამი მილიონი დოლარი, თხუთმეტჯერ მეტი ვიდრე კორტესმა.


ასე, რომ, მალე ერთი "წითელი ვარსკვლავი" აშშ-ს კონგრესში იბრწყინებს.



ამერიკელი პოლიტიკოსი და განმანათლებელი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი დაიბადა 1989 წელს- 2019 წლის 3 იანვრიდან არის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრი ნიუ-იორკის შტატის მე-14 საარჩევნო ოლქიდან.

ოკასიო-კორტესი ყველაზე ახალგაზრდა ქალი გახდა, რომელიც აშშ-ს კონგრესის წევრად აირჩიეს.


ოკასიო კორტესი არის დემოკრატიული პარტიის წევრი, იდენტიფიცირებული, როგორც დემოკრატიული სოციალიზმის წამომადგენელი(სოციალიზმის სახეობა, რომელიც ხაზს უსვამს დემოკრატიულობას, არ აგერიოთ "სოციალ-დემოკრატებში)

image

ით მიიზიდა ალექსანდრია ოკასიო კორტესმა ამერიკელები რატომ ამყარებენ მასზე დიდ იმედებ?


პირველ -უკლებლივ ყველა მოქალაქის სამედიცინო დაზღვევა. მეორე, ქვეყანაში უმაღლესი განათლება ყველასთვის უფასო უნდა გახდეს. მესამე, ცხოვრების საარსებო მინიმუმი უნდა გაიზარდოს. მეოთხე, იმიგრაციის საკითხის გადაჭრა. მეხუთე- ალექსანდრია მხარს უჭერს ლგბტ თემს და და იცავს მათ წარმომადგენლების უფლებებს.

image

0
91
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0