x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რამდენი საცოდავია საქართველოში, მეგრელი ვარო თუ დაწერე წითელი ენთება ბევრს, მეგრელი ქართველი რომაა ეს რომ არ ესმის ისეთ ბრიყვებზე დროს არ ვხარჯავ
image არასდროს, არსად საქართველოში არ დამიმალავს მეგრელი რომ ვარ, მაგრამ უკრაინაში ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ ქართველი ვარ მეთქი!


არა მარტო უკრაინაში, თურქეთშიც, საბერძნეთშიც, გერმანიაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.


მე იმ ქართველების არ მესმის, როცა ეუბნები მეგრელი ვარო კორიდაზე გამოყვანილი, წითელი ნაჭერის დამნახავი ხარივით რატომ ცოფდებიან.


ასეთი ქართველები სიმართლე გითხრათ უბრალოდ მეცოდება, რადგან ქართველი რომელსაც იმის ახსნა ჭირდება, რომ მეგრელი ისეთივე ქართველია, როგორიც სვანი, იმერელი, გურული, აჭარელი თუ საქართველოს სხვა კუთხის შვილები.



უწიგნურ და უვიც ადამიანთან დავაში დრო არ უნდა დაკარგო, სულელს არ უნდა უმტკიცო რომ ის სულელია, უნდა დააიგნორო და გაატარო.


ილიამ რაც ბრძანა სამეგრელოზე ის სიტყვებიც საკმარისია მეგრელი აპრიორი ქართველად რომ აღიქვა, თუ ვინმეს ავადმყოფ გონებას ეჭვი ეპარება მეგრელის ქართველობაში ის სამკურნალოა, მაგრამ თუ შეგნებულად წერს ან ამბობს რომ მეგრელი ქართველი არაა ის საქართველოს მოსისხლე მტერი და მოღალატეა, რადგან არ შეიძლება შენი ქვეყნის ერთი ნაწილი უცხო სხეულად აღიქვა და არ მიიღო, როგორც ქართველი.


სწორედ ასეთი გარეწრები უწყობენ ხელს რამდენიმე გარეწარ მეგრელს, რომლებიც ხან მეგრულ კონსტიტუციას "წერენ" და ხან "ავტონომიას" ითხოვენ.


ქვეყნის სპეცსამსახურები თავის დონეზე რომ იდგეს ასეთები ციხეში უნდა მიაბრძანო დიდი ხნით.


პირადად წლების წინ, ახალგაზრდა ოფიცერს საქართველოს ერთერთი კუთხის შვილი ოფიცერი ამიხირდა, ქართველი არა ხარო და როგორი პასუხიც მიიღო სიტყვიერად და ფიზიკურად ასეულობით ყოფილ თუ მოქმედ სამხედროს ახსოვს.


ქართველებო, მტრებს ნუ გავახარებთ და ნუ დავყოფთ საქართველოს მეგრელად, სვანად, იმერელად და ასე შემდეგ. აპრიორი ყველა ქართველები ვართ.


მეორე საკითხია, ლაზურ-მეგრული, სვანური და წოვა თუშური მათ რეგიონებში დაწყებით კლასებში რომ უნდა ისწავლებოდეს.


ტარიელ ფუტკარაძეს შეგნებულად შეჰყავდა საპატრიარქო და საზოგადოება შეცდომაში როცა ენებს დიალექტს უწოდებდა, რითაც ისეთი მეცნიერების ნაშრომებს ეწინააღმდეგებოდა, რომელი მეცნიერებიც მათი დონით ას კილომეტრიან ფორას მისცემდნენ ტარიელ ფუტკარაძეს.


მიცვალებულზე ცუდ არ ამბობენ და არც მე ვიტყვი რამეს!!!


0
196
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
196