x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ჰოდა თქვას, რამდენი მილიონი გადასცა რათა იპოდრომზე ხალხი დაშლილიყო"- რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძის, გიგიშა შარაშიძის მიერ 2 იანვარს, ვაკეში, ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტს პირად გვერდზე ეხმაურება და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს მოუწოდებს ის თანხა გაასაჯაროოს, რაც მან იპოდრომზე აქციის დასაშლელად ბიძინა ივანიშვილისგან ძმებ გაჩეჩილაძეებისთვის გადასაცემად მიიღო:


"ჰოდა ჩემო ბატონო მოაღოს ახლა პირი ბატონმა ვანო მერაბიშვილმა და თქვას ზემდგომის დავალებით ივანიშვილისგან მიცემული რამდენი მილიონი გადასცა აი ამ თითქოსდა ვანოზე თავდამსხმელი გოგლი--მოგლი გაჩეჩილაძეების ნებიერა ძე--სიძე კაცის გიგუშას, სიმამრსა(უცნობს) და სიმამრის ძმას (გრეჩიხას), რათა იპოდრომზე ხალხი დაშლილიყო, საქართველო დაქცეულიყო, სააკაშვილი მეორედ გაპრეზიდენტებულიყო რათა მოსკოვს გაება ცხინვალის მახეში და შემდგომ ასეთი შელახული იმიჯით უკვე პუტინს პირადად დაენიშნა საკუთარი ოლიგარქი ქვეყნის კვაზი დიქტატორად და მის მოკავშირედ სისხლიან ომებში. ვფიქრობ ახლა განსაკუთრებული დროა ყველაფერ ამის თქმისათვის"- წერს შალვა ნათელაშვილი.


"რუსთავი2-ის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს 2 იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ყოფილ მინისტრს მომღერალ გია გაჩეჩილაძის სიძემ, გიგიშა შარაშიძემ სცემა. "რუსთავი 2" დაუკავშირდა შარაშიძეს, რომელიც მომხდარს ადასტურებს და აცხადებს, რომ დეტალურ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდის.






0
303
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
303