x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გოგონამ ორივე ფეხი დაკარგა მწვავე გრიპის შემდეგ, თუმცა არ დანებდა და ცხოვრება თავიდან დაიწყო
image

ემი ჩვეულებრივი გოგონა იყო. რომელიც გეგმავდა მასაჟისტი გამოსულიყო. თუმცა, ერთ დღეს ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა.



19 წლის ასაკში ემი პერდის გრიპის მსგავსი სიმპტომები დაეწყო. გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს და უკვე სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანის დროს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ გოგონას სეპტიური შოკი დაეწყო, რა დროსაც კიდურებში სისხლის მიმოქცევა დაირღვა.


ექიმები ვარაუდობდნენ, რომ გოგონა უბრალოდ ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ემიმ ფარ-ხმალი არ დაყარა.


image

საავადმყოფოში მედიკოსებმა შეძლეს ემის დიაგნოზის დადგენა. გოგონას თირკმელები გაეთიშა, გოგონას თირკმელი საკუთარი მამისგან გადაუნერგეს, ემი ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, ექიმები იძულებულები გახდნენ ის კომაში ყოლოდათ.


დიაგნოზი ცოტა მოგვიანებით დადგინდა - მენინგოკოკური მენინგიტი. ეს არის სასიკვდილო ბაქტერიული ინფექცია. მის გამო ახალგაზრდა ემის ორივე ფეხის ამპუტაცია მოუწია.

image

მას შემდეგ გოგონამ ცხოვრება თავიდან დაიწყო. ხანგრძლივი რეაბილიტაცია და მცდელობა ხელახლა ისწავლო ცხოვრება და დაიმკვიდრო ადგილი ამ სამყაროში.


image

image

ემი არ აპირებდა დანებებას და საკუთარი ადგილი სპორტში იპოვა. მან არა მხოლოდ ისწავლა ხელახლა სიარული ახალ პროთეზირებულ ფეხებზე, არამედ გახდა პროფესიონალი სპორტსმენი, რომელმაც არაერთხელ მოიგო სნოუბორდის შეჯიბრებები.

image

image

ახლა, მეუღლესთან დანიელ გეილ პურდისთან ერთად, ისინი ეხმარებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, რათა ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში და შეძლონ სრულყოფილად ცხოვრება.


image

1
78
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
78
  
2022, 31 დეკემბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1