x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გოგონები სოფლებიდამ რომლებიც სოფლიდან მეგაპოლისში გადასვლაზე ოცნებობენ
image მთელი შეგნებული ცხოვრება ქალაქში ვიცხოვრე და ვცხოვრობ, მაგრამ სოფელი ბევრად მირჩევნია, რადგან იქ მშვიდად ვარ საზოგადოების ხმაურს გამორიდებული.


ხანდახან მეცინება როცა სიტყვას "სოფლელო" სალანძღავ ტერმინად იყენებენ "ხოხობიჩები" ანუ "კარენოი" ქალაქელები, გეგონება სოფელში ცხოვრება და ასე ვთქვათ სოფლელობა მუნი ან კეთრი იყოს.


კარგი და ცუდი ერშიცაა, ბერშიცაა, ოჯახშიცაა და ბუნებრივია სოფელშიცაა, ისევე როგორც ქალაქში.


სოფელშიც ხალხი ცხოვრობს და დამიჯერეთ არავისზე ნაკლები არ არიან, არც ინტელექტით, არც კაცობით და არც შემოქმედობითობით.



სოფელი და ქალაქი არ განსაზღვრავს ადამიანის პიროვნებას, მის კულტურას და ზოგადად მის დონეს.


არც "სოფლელი" გოგოებია ვინმეს დასაწუნი მისი სოფელში დაბადების და გაზრდის გამო და არც ისაა გააკვირი და შესაცხადებელი ამბავი თუ სოფელში მცხოვრები გოგოები სიმპათიურ "პრინცზე" ოცნებობენ და მეგაპოლისში ცხოვრებაზე ფიქრობენ, ყველას აქვს არჩევანის გაკეთების სრული უფლება.


მინდა შემოგთავაზოთ "სოფლელი" გოგოების კოლაჟი, სადაც ძალიან ლამაზი ოგოები პოზირებენ სოფელში სხვადასხვა ფონზე, რატომ არ უნდა იყვნენ ეს გოგოები ბედნიერები? სოფელში ცხოვრების გამო ხომ არ უნდა გარიყოს ისინი საზოგადოებამ და ცხვირი აუბზუოს, რადგან თავად ქალაქელები არიან?
არა და არა, ყველა თანასწორია და ჯერ არავის მიუცია ქალაქელებისათვის (მათ შორის ჩემთვის) უფლება განვსაზღვრო ვინ უფრო მისაღებია, ქალაქელობა თუ "სოფლელობა".


სხვათაშორის არის რაღაც კანონზომიერება იმაში რომ ცნობილი ადამიანების უდიდესი ნაწილი პროვინციებში, სოფლებში არიან დაბადებული.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage















0
358
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
358