x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტნი სპირმა ბიუსტი მოიშიშვლა პროტესტის ნიშნად
image საზოგადოების ცნობილი სახეები ხშირად ეხვევიან სკანდალში, რომელთა სახე და ფორმა ხშირად განსხვავდება კარდინალურად ერთმანეთისაგან.


არც ბრიტნი სპირსია გამონაკლისი ამ მხრივ, მუდამ სკანდალების მოყვარული სპირსი ასე აღმოჩნდა სრულწლოვნების მიუხედავად მამის მზრუნველობის ქვეშ, არა, ეს ბრიტნის სურვილით არ მომხდარა, ასე დაადგინა სასამართლომ.
ბრიტნი უკვე ის ბრიტნი არაა, რომელიც ჰიტს ჰიტზე ქმნიდა და აურაცხელი კონცერტებით იპყრობდა მწვერვალებს, მაგრამ ბრიტნი დღესაც მკაფიო ვარსკვლავად რჩება და ასეულ ათასობით თაყვანისმცემელიც ჰყავს.
ბოლო წლებია სპირსს სასამართლო დავა აქვს საკუთარ მამასთან ჯეიმი სპირსთან, რომელიც სასამართლოს განჩინებით მისი მზრუნველია. ბრიტნის თქმით მამამისს გავლენა, კონტროლი და სრული წვდომა აქვს მთელ მის ქონებაზე, მის ცხოვრებაზე. ვარსკვლავი საკუთარ მამას ტირანად მოიხსენიებსმ რომელიც ავალდებულებს მას დაემორჩილოს მის ნებას და იმოქმედოს მისი მოთხოვნების შესაბამისად.


ბრიტნის თქმით ის იძულებულია დაეთანხმოს მამის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მამა მას გააგზავნის ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც მას მისივე თქმით "გაჭყიპავენ" არასასურველი პრეპარატებით მისი ნების წინააღმდეგ.
ბრიტნის თქმით, სწორედ მამის მოთხოვნით მას საშოში ჩაუდგეს ჩასახვის საწინააღმდეგო "სპირალი", არა და მას სურს იპოვოს სასურველი მამაკაცი, გაჰყვეს მას ცოლად და გააჩინოს შვილი.


საინტერესოა მართლა ასეთი ტირანია ბრიტნის მამა თუ მას უბრალოდ არ უნდა შვილის ქონებაზე კონტროლის ხელიდან გაშვება. ასეა თუ ისე, ბრიტნის მუდმივი სასამართლო დავები აქვს საკუთარ მამასთან.



ბრიტნიმ ადრეც ბევრჯერ უჩივლა მამას, მაგრამ პროცესები წააგო. მისი ფანები უფრო ამწვავებენ და აზვიადებენ შექმნილ სიტუაციას და ამისთვის შექმნეს კიდეს მოძრაობა-"თავისუფლება ბრიტნის". თავად მომღერალი კი ფანებს მოუწოდებს დაეხმარონ მას ტირანი მამისაგან განთავისუფლებაში.


ბრიტნიმ გამოაქვეყნა სურათები მამის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, სადაც სრულიად შიშველ ბიუსტს ხელებით იფარავს.


ბრიტნიზე მზრუნველობა მამამის მას შემდეგ დააკისრეს რაც, მომღერალი ნერვული კრიზისის შემდეგ მოხვდა რეაბილიტაციის ცენტრში ერთი თვით.
სწორედ მაშინ დაკარგა ბირტნიმ მზრუნველობა საკუთარ ორ ბიჭზე. მაშინ ბირტნი იღებდა აკრძალულ საშუალებებს, ერთხელ ის საკუთარ აბაზანაში ზედოზირების გამო უგონო მდგომარეობაში იპოვეს, როცა სახლში მხოლოდ მოსამსახურე და ბავშვები იმყოფებოდნენ.


imageimage
+16




0
322
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
322