x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134675
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508866
ტიტანი შეიძლება იყოს მზის სისტემის ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს ხალხის მუდმივი დასახლება

image



იდეა, რომ ადამიანური კოლონიის არსებობის შესაძლებლობისა ტიტანზე, რომელიც სატურნის თანამგზავრია, თითქოს სულელურად ჩანსა. მის ზედაპირზე ტემპერატურა -200 С გრადუსია, ხოლო მეთანი და ეთანი ქვიმასავით ჩადის ნახშირწყალბადების ზღვაში. თუმცა ტიტანი შეიძლება იყოს მზის სისტემის ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს ხალხის მუდმივი დასახლება. ამ დასკვნამდე მივიდნენ პლანეტების ეკოლოგიური თვალსაზრისით შესწავლისას. მოდით, აზრობრივი ექსპერიმენტი ჩავატაროთ მათთვის, ვისაც ადამიანების შორეულ მომავალზე ფიქრი სურს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანის ბუნება იგივე დარჩება. მომავლის ხალხს ექნება იგივე პრობლემები და საჭიროებები, რაც დღეს აქვს.. პრაქტიკული თვალსაზრისით, სახლებს უნდა ჰქონდეთ უხვი ენერგია, სასიცოცხლოდ აუცილებელი ტემპერატურა და კოსმოსის სირთულეებისაგან სიმედო დაცვა, მათ შორის, კოსმოსური გამოსხივებისგან, რომელიც, ბოლო კვლევების მიხედვით, ჩვენთვის - ბიოლოგიური არსებებისთვის ძალიან საშიშია.

აქამდე, მკვლევრები მთვარესა და მარსს უყურებდნენ როგორც შემდეგ ნაბიჯს ადამიანებისთვის. ეს პუნქტები საკმაოდ ახლოს არის ჩვენთან და საკმაოდ მიღწევადია, შესაბამისად, უფრო რეალისტურიც. რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, მერკურსა და ვენერაზე.

მერკური ძალიან ახლოა მზესთან, ტემპერატურის ცვლილებებსა და სხვა ფიზიკურ თავისებურებებს ადამიანები ვერ ავიტანთ. ატმოსფერო ვენერაზე შხამიანია და მძიმე, მუდმივი სათბურის ეფექტით. შესაძლოა, ვენერაზე გვეცხოვრა საჰაერო ბურთებში... სისულელეა.

მიუხედავად იმისა, რომ მთვარე და მარსი გამოიყურებიან შედარებით გონივრულ პუნქტებად, მათაც თავისი პრობლემები აქვთ. ისინი არ არიან დაცული მაგნიტოსფეროთი და ატმოსფეროთი. გალაქტიკური კოსმოსური სხივები, ენერგეტიკული ნაწილაკები ბომბავენ მთვარისა და მარსის ზედაპირს. ადამიანები ვერ იცოცხლებდნენ დიდ ხანს ამ გამოსხივებებისგან დაცვის გარეშე. ამ გამოსხივებების კანცეროგენული პოტენციალი დიდი ხანია ცნობილია. ბოლო წლების კვლევებით დამტკიცდა, რომ ისინი აზიანებენ თავის ტვინს. გალაქტიკური კოსმოსური სხივების შემადგენლობაშია ნაწილაკები რკინის ბირთვების სახით, რომელიც ტვინის ქსოვილს შლის.

მიწისქვეშა ქალაქების აშენება აზრს მოკლებულია.
შესაძლოა უკეთესი ვარიანტი იყოს იუპიტერისა და სატურნის მთვარეები, მაგრამ გამარჯვებული სახეზეა - ტიტანი! იგი ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას. ის ერთადერთია მზის სისტემაში, რომლის ზედაპირზეც არის სითხე, ეთანისა და მეთანის ტბები. მოდის მეთანის წვიმა ნახშირწყალბადების დიუნები ჰგავს ქვიშის დიუნებს. რადიაციისგან დასაცავად მას აქვს აზოტის ატმოსფერო 50%-ით სქელი დედამიწის ატმოსფეროზე.აქვს დამცავი მაგნიტოსფეროც. მიუხედავად იმისა, რომ ტიტანის ატმოსფეროს არასაკმარისი ჟანგბადი აქვს, წყლის ყინული, რომელიც ზედაპირთან შედარებით დაბლაა, შეიძლებოდა გამოგვეყენებინა ჟანგბადით უზრუნველსაყოფად და ნახშირწყალბადების დასაწვავად სათბობის სახით.

ტიტანზე ცივა, მაგრამ მკვრივი ატმოსფეროს პირობებში მაცხოვრებლებს არ მოუხდებოდათ ზეწოლის განმახორციელებელი კოსტიუმების ჩაცმა - მხოლოდ თბილი ტანსაცმლით და რესპირატორებით იქნებოდნენ. სახლები პლასტიკატებისგან აშენდებოდა, რომელსაც არაორგანული რესურსებით მივიღებდით.


ტიტანიელებისთვის გასართობი მრავალი იქნებოდა. მაგალითად, შევძლებდით ფრენას. სუსტი გფრავიტაცია- მთვარის მსგავსად- ადამიანებს მისცემს იფრინონ, ფრთები თუ დაგვცვივდება, საშიში არ არის, დაფრენა იქნება მსუბუქი....
როგორ მივაღწიოთ ტიტანამდე? დღესდღეობით ვერანაირად. ჩვენ გვჭირდება გაცილებით უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების საშუალებები, რადგან მარსთან შედარებით, ტიტანამდე მისასვლელად დედამიწიდან, 7 წელი დაგვჭირდება იმ ტექნოლოგიებით, რაც დღეს არსებობს.

ჯერჯერობით აქიდან გაღწევის სწარფი გზა არ არსებობს და მოგვიწევს პრობლემების გადაჭრა აქვე. მაგრამ თუ ადამიანები გააგრძელებენ კოსმოსის ასათვისებელ სუფთა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში რესუსრსების ჩადებას, რომელიც საჭიროა კოსმოსში ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის

0
256
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0