x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სად გაქრა ჰოლივუდის ვარსკვლავი კამერონ დიასი?
image ხელოვნებაში, ისევე სპორტში მრავლად გვაქს ფაქტები როცა ძალიან წარმატებული ადამიანები წარმატების ზენიტში მყოფები ტოვებენ საყვარელ საქმეს და მიდიან, მიდიან რათა მშვიდად და საზოგადოების ყურადღებისგან თავისუფლად იცხოვრონ.


ერთერთი ასეთი ადამიანი, ჰოლივუდის ყოფილი ვარსკვლავი კამერონ დიასია, ზე წარმატებული მსახიობი, რომელმაც წარმატებული კარიერა დატოვა და მშვიდი ცხოვრება არჩია კარიერულ და ფინანსურ წინსვლას.


კამერონ დიასი 45 წლის ასაკში 2018 წელს წავიდა კინო ინდუსტრიიდან და მას შემდეგ არცერთ ფილმში არ მიუღია მონაწილეობა.


"მე ვიპოვე სულის სიმშვიდე, დავტოვე რა ჰოლივუდი. მე შემიძლია დიდი დრო დავუთმო საკუთარ თავს. მე ვიცი ბევრი ადამიანი ამას ვერ გაიგებს, ვიცი რთული გასაგებია პოპოლარობის პიკში მყოფმა დატოვო კარიერა. მაგრამ დამიჯერეთ ბევრად რთულია, იყო ჰოლივუდის წარმატებული მსახიობი, მუდამ ხედვის არეში იყო, მუდამ აინტერესებდეს შენი ყოველდღიური ცხოვრება, დაგსდევდნენ პაპარაცები. მუდმივად ცხოვრობდე მსახიობის ამპლუაში და მუდამ გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდე, ეს შენგან მოითხოვს უზარმაზარ ძალას და ენერგიას. 24 საათიდან 12 საათი იმყოფებოდე გადასაღებ მოედანზე, მეტისმეტად მძიმე და რთულია.



დღეს, როცა მე არ ვმონაწილეობ გადაღებებში თავს ვგრძობ მშვიდად და კომფორტულად"-განაცხადა დიასმა.


image კამერონს ჰყავს შვილი, გოგონა რომელიც სუროგატმა დედამ გაუჩინა. მსახიობს გააჩნია კომპანია, რომელიც ორგანულ და ვეგანურ ღვინოს აწარმოებს., კამერონი არ ზის უქმად თავის ვილაში. აქედან გამომდინარე დიასი სულაც არაა ღარიბი, მან ადრევე იზრუნა ფინანსურ უზრუნველყოფაზე და სადღეისოდ მის განკარგულებაშია 140 მილიონი დოლარი.

imageimageimage ასე გამოიყურებოდა კამერონი
image
მსახიობი დღეს ასე გამოიყურება.

image








0
534
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
534