x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქუჩა და ლამაზი ქალები, თემა რომელიც ამოუწურავია
image ქუჩა ის ადგილია, სადაც ტრანსპორტის გარდა ადამიანების ინტენსიური მოძრაობაცაა, ვის არ შეხვდებით ქუჩაში, ეტლში მჯდარ ჩვილ პატარას ან სულაც პატარებს რომლებსაც მშობლები ასეირნებენ, მოზარდებს, რომლებიც ხტუნვა-ხტუნვით მიუყვებიან ქუჩას, უკვე ზრდასრული ადამიანები რომლებიც სამსახურში მიიჩქარიან, ნახავთ ასაკოვან ადამიანებს რომლებიც ქუჩაში გასეირნების სურვილმა გამოიყვანა, მაგრამ ასევე შხვდებით სუსტი სქესის ულამაზეს წარმომადგენლებს, რომელთა დანახვა ჩვილი ბავშვების გარდა ნებისმიერი ასაკის ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ახარებს.


არ არსებობს მამაკაცი რომელსაც ქუჩაში ლამაზი ქალი ჩაუვლის და ის თვალს ირიბად მაინც არ გააყოლებს.


ლამაზი, ტანკენარი ახალგაზრდა ქალის დანახვაზე რეაქცია ალბათ მხოლოდ მიცვალებულს არ ექნება, თორემ სიცოცხლით სავსე მამაკაცს რა გააჩერებს, თვალი არ გააყოლოს ან სასიამოვნო ქათინაური არ მიადევნოს ქალს.


"გოგონა რომელი საათია"?-ასეთი კითხვით მიმართავდნენ ჩემს ბავშვობაში უცნობ, ლამაზ გოგონებს. კითხვა უკვე იმდენად მოძველებული იყო, გოგოების მხრიდან მხოლოდ დაცინვის გამომხატველი სიცილი მოდიოდა პასუხად.



ქუჩა ის ადგილია, სადაც ურთიერთობას სწავლობ საზოგადოებასთან, "ქუჩაში გავიზარდე, ქუჩური მესმის"-ეს არაფრისმომცემი ლიტონი სიტყვებია, ქუჩის ურთიერთობები მესმისო, რომ იტყვის ადამიანი, მას უკვე არაფერი შეეშლება, მით უფრო ქალთან ურთიერთობაში.


გვიმრავლოს ლამაზი ქალები ქუჩაში, ჩვენ კი კეთილგონიერებმა მოგვმადლოს უფალმა მათი სილამაზის დამფასებლად.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimage









0
891
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
891