x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევარი, ჩვენთვის უცნობი, მაგრამ ლამაზი ქალები
image ჯანმრთელობა ის მდგომარეობაა, როცა ცხოვრობ პრობლემებით ან უპრობლემოდ, ჯანმრთელობის არქონაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით არ არსებობს, ნებისმიერი პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებადია, ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება კი ხშირად ხანგრძლივ დროს, ფინანსებს და ნერვებს მოითხოვს, ხანდახან კი ჯანმრთელობის აღდგენა ვერ ხერხდება დაავადების ფორმის და სტადიის გამო.


ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევრები უდიდესი პროცენტულობით ჯანმრთელობის პრობლემას არ უჩივიან და თუ რაიმე სახის პრობლემა იჩენს თავს, ძლიერი იმუნური სისტემის მქონე ორგანიზმი ახერხებს მასთან გამკლავებას.


და რაშია ჯანსაღი ცხოვრების წესის საიდუმლო ან ზოგადად რაა ჯანსაღი ცხოვრების წესი?


ჯანსაღი ცხოვრების წესი მდგომარეობს, ცხოვრების სწორად შერჩევაში, სადაც კვება, ინტიმური ცხოვრება და ვარჯიში კარგადაა ერთმანეთში შერწყმული.
ბევრია დღეს ფრიგიდული ადამიანი, რომლებსაც სამწუხაროდ ყველაფერი ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ, რაც გამოიხატება ხშირ თავის ტკივილში, მუდმივად დაღლილობის შეგრძნებაში, ცოლქმრულ ურთიერთობაში დისჰარმონიაში და ასე შემდეგ.



როცა ადამიანს დარეგულირებული აქვს კვება, ინტიმური ურთიერთობები და ყოველდღიური ვარჯიში, მას ნაკლები პრობლემები აქვს ჯანმრთელობის კუთხით.


სსრკ-ს დროს იყო ერთი ყბადაღებული ლოზუნგი: "ჯანმრთელ სხეულში, ჯანსაღი სულია" და როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ეს სიმართლეა.
არაა აუცილებელი მაინცდამაინც პროფესიულ დონეზე იყოთ ფიზიკურად მომზადებული, კარდიოვარჯიშები და საღამოს ან დილის საათებში სირბილი სერიოზულ წინსვლას აძლევს ადამიანის იმუნურ სისტემას, შედეგად ვიღებთ ასაკთან შდარებით ბევრად უკეთეს ფორმაში მყოფ ადამიანს, რომელსაც ძლიერი იმუნური სისტემა იცავს ჯანმრთელობის პრობლემებისგან და ზოგადად ორგანიზმში დაბერების პროცესებსაც ანელებს.


ახალგაზრდებს კი ჯანმრთელობასთან ერთად, ლამაზ სხეულსაც "ჩუქნის".
ვნახოთ სწორი ცხოვრების წესის მიმდევარი ჩვენთვის უცნობი ახალგაზრდა ქალების კოლაჟი.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
+14
















0
376
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
376