x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეგობარს უკანალი ცხვირზე მიადო-კეიტ ბეკინსეილის უცნაური გამოხტომა (ვიდეო)
image

მსახიობმა გამომწერებს საკმაოდ პრიმიტული იუმორი აჩვენა.


ბრიტანელი მსახიობი კეიტ ბეკინსეილი 49 წლის ასაკშიც კი ცელქობს და არაპროგნოზირებადობით გამოირჩევა. მისი მარტივი ქცევები ხშირად განიხილება ინტერნეტში.


ამჯერად კეიტ ბეკინსეილმა მიიპყრო ყურადღება მას შემდეგ, რაც მან გადაწყვიტა გახუმრებოდა მძინარე მეგობარს.



ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გამოჩნდა.


კადრებში ბეკინსეილს უკანალი საწოლზე მძინარე მეგობრის სახესთან მიაქვს. ბოლო წამს, როცა მსახიობი ზედ დაჯდომას აპირებს, მამაკაცი იღვიძებს.


„კეიტ ბეკინსილის ინგლისური იუმორი: საჯდომი მიადო მძინარე მეგობარს. არაა ცნობილი, 49 წლის მსახიობი მხოლოდ მადლიერების დღეს ხუმრობს ასე, თუ მთელი წლის განმავლობაში. ”-წერენ ტელეგრამზე.


image


ბრიტანელი მსახიობის, კეიტ ბეკინსეილის დებიუტი შედგა სერიალში "წყვილები" . 1991 წელს იგი გამოჩნდა სატელევიზიო მინი სერიალში "მოწყობილობები და სურვილები" .


დიდ კინოში ბეკინსეილის დებიუტი შედგა 1993 წელს ფილმში "ბევრი ხმაური არაფრისგან", შემდეგ იყო ისეთი ცნობილი ფილმები როგორიცაა "პერლ ჰარბორი "(2001), "ქვესკნელი" (2003), "ვან ჰელსინგი" (2004), "ავიატორი", სადაც რამდენიმე "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი" მიიღო.


სამსახიობო კარიერის დაწყებამდე ბეკინსეილი ოქსფორდის უნივერსიტეტში ინგლისურ და რუსულ ლიტერატურას სწავლობდა.


მსახიობი მაღალი IQ -ს პატრონია.მისი თქმით მაღალი ინტელექტის კოეფიციენტმა კარიერის წარმართვაში არაერთხელ შეუშალა ხელი.


"ახალგაზრდობაში დედამ IQ ტესტი შემავსებინა და ძალიან მაღალი შედეგი, 152 ქულა ავიღე. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ალბათ ტვინის ერთი-ორი უჯრედი "გადავწვი", მაგრამ მთლიანობაში ძალიან მაღალი IQ მაქვს. არაერთმა მეგობარმა და ექიმმა სხვადასხვა დროს მითხრა, 30%-ით ნაკლები რომ გქონოდა, გაცილებით ბედნიერად იცხოვრებდი. ჩემთვის კარგი არაფერი მოუტანია, კარიერის წარმართვაში საერთოდ არ მეხმარება. მთლიანობაში ნაკლოვანება მგონია". – ამბობს მსახიობი.


სტატისტიკის მიხედვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ინტელექტის კოეფიციენტის ტესტში 85-დან 100 ქულამდე იღებს. მაღალ IQ-დ ითვლება 130 ქულა ან მეტი. მაგალითისთვის ალბერტ აინშტაინის ინტელექტის კოეფიციენტი 160 ქულას შეადგენდა.


ცოტა ხნის წინ მსახიობმა გამოქვეყნა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც მას 30 წელზე მეტს არ მისცემთ.



0
197
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0