x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"თქვენ ცდილობთ, მამათმავლობის ლეგალიზაციას საქართველოს ეკლესიაში"-ორი წერილი,რომელიც ზვიად გამსახურდიამ ილია მეორეს მისწერა
image

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვოად გამსახურდიას პირველი წერილი 1980 წლის 3 ივნისით თარიღდება, ეს ის პერიოდია, როცა ის დისიდენტია:


“უკანასკნელ ხანებში, ჩვენს მრევლსა და საზოგადოებაში ზოგიერთი უღირსი ადამიანის მიერ გავრცელდა ყალბი ხმები, თითქოს მე თქვენ გებრძვით რაღაც კერძო ინტერესით, თითქოს მე თქვენი “მტერი” ვარ და ა.შ.


სინამდვილეში კი მე თქვენ როდი გებრძვით, არამედ ვებრძვი ჩვენი სამღვდელოების რიგებს შეპარულ მამათმავლებს, გამომძალველებს, მექრთამეებს და სხვა უმსგავსობათა მოქმედ ადამიანებს.



თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ყოველივე ამას მე ვებრძოდი ჯერ კიდევ 1967 წლიდან, ე.ი. იმ პერიოდიდან, როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ეს მანკიერი მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკლესიას. ამავე მიზეზით იყო გამოწვეული ჩემი ბრძოლა ბიძინა კერატიშვილთან (ყოფილ “მიტროპოლიტ გაიოზთან”) და არა სხვა რაიმე ინტერესით.


ამჟამად, მე მოგიწოდებთ თქვენ, ჩვენი ეკლესიის მამამთავარს, ებრძოლოთ ამ საგანგაშო მოვლენებს. მე მოვუწოდებ აგრეთვე ყველა ქართველს, ვინც თავისი ერისა და ეკლესიის ღირსებას პატივს სცემს, ამხილოს ეკლესიაში შემოხიზნული ქვაბ-ავაზაკნი და მამათმავალნი, ვიდრე საბოლოოდ არ განიწმინდება მათგან ჩვენი ეკლესია.


საჭიროა, აგრეთვე მხილება იმ პირთა, ვინც ანგარებით თუ სხვა მიზნებით ხელს აფარებენ ქვაბავაზაკებს და მამათმავლებს და მით ფაქტიურად, მათი დანაშაულის თანამონაწილენი ხდებიან.”


მეორე წერილი თარიღდება, 1983 წლის 27 ივნისს, რომელიც დისიდენტმა ზვიად გამსახურდიამ კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დეპეშის სახით გაუგზავნა:(შენიშვნა დეპეშის გაგზავნა მაგ პერიოდში მხოლოდ რუსული შრიფტით იყო შესაძლებელი):


"საქართველოს ეკლესიის მრევლის შეგნებული ნაწილი, სამართლიანადაა აღშფოთებული იმით, რომ ა. წ. 25 - 26 ივნისს სულთმოფენეობის დღესასწაულზე, თქვენ მოიწვიეთ მამათმავალი სამღვდელო პირები: - ანანიაშვილი, მახარაძე, ჯაფარიძე ..... - რითაც წაბილწეთ სიონისა და სვეტიცხოვლის ტაძრები. ამით თქვენ ცდილობთ, მამათმავლობის ლეგალიზაციას საქართველოს ეკლესიაში, რასაც ქართველი საზოგადოება არასოდეს არ შეეგუება. სულიწმინდის ნაცვლად, ამ წმინდა დღეს, თქვენ მოიყვანეთ სოდომისა და გომორის სული, რასაც თქვენ არც უფალი და არც ერი არ გაპატიებთ. ვაცხადებ სასტიკ პროტესტს, მამათმავლობის ლეგალიზაციის წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ უფრო სერიოზულ ზომებს. - ზვიად გამსახურდია."

image

რასაც მოყვა პატრიარქის წერილი, რომლის ადრესატია სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული, რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებული, საქართველოს სსრ-ში, გივი შალვას ძე მაისურაძე:


"მოგახსენებთ, რომ მოქალაქე ზ. კ. გამსახურდია იდენს მოქმედებას, რომელიც არ შეეფერება საბჭოთა მოქალაქეს. იგი ლანძღავს სამღვდელოებას და ეკლესიას, რაც დაუშვებელია სსრკ კონსტიტუციით. ამასთან ერთად წარმოგიდგენთ მის მიერ გამოგზავნილი დეპეშის ასლს.


გთხოვთ მიიღოთ ზომები მსგავსი ბოროტმოქმედების აღსაკვეთად."

დანართი: დეპეშის ასლი.

28.06.1983წ. ილია მეორე

სრულიად საქართველის კათოლიკოს-პატრიარქი

image

0
450
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0