x
image
თეონა გორდეზიანი
რა არის სტერეოტიპი და გსმენიათ თუ არა ეს მოსაზრებები?
გარკვეული სოციალური ჯგუფის შესახებ ინდივიდის ცოდნა, რწმენები და მოლოდინები.

მიუხედავად ერთი შეხედვით მარტივი განსაზღვრებისა, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სტერეოტიპების განსაზღვრასთან დაკავშირებით. მეცნიერთა ერთ ჯგუფი თვლის, რომ ეს არის კონკრეტული ინდივიდის პირადი რწმენები და მოლოდინები ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის შესახებ, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ეს იმ რწმენათა ერთობლიობაა, რომელსაც მოცემული კულტურის ფარგლებში იზიარებენ ადამიანები.

სოციალური ჯგუფების შესახებ რწმენის აღსანიშნად ტერმინი „სტერეოტიპი“ პირველად ჟურნალისტმა უოლტერ ლიპმანმა გამოიყენა 1922 წელს თავის წიგნში „საზოგადოებრივი აზრი“. მან ეს ტერმინი საგამომცემლო ტერმინოლოგიიდან აიღო, სადაც ის ერთისა და იმავე ტექსტის მრავალჯერ დასაბეჭდად ერთხელ აწყობილი ლითონის ასოების ყალიბების აღსანიშნად გამოიყენებოდა. ლიპმანმა ტერმინი იმის აღსაწერად გამოიყენა, თუ როგორ იქმნიან ადამიანები გონებაში სხვა ადამიანთა ჯგუფების შესახებ წარმოდგენებს, განმეორებით მიაწერენ რა ერთსა და იმავე თვისებებს ერთ ჯგუფში გაერთიანებულ ადამიანებს. ლიპმანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სტერეოტიპირების პროცესი კოგნიტუტ-პერცეპტული და მოტივაციური ფაქტორებიდან მომდინარეობდა (თუმცა მას ეს კონკრეტული ტერმინები არ გამოუყენებია) და ამით საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიურ კვლევას, რომელიც შემდეგი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე განხორციელდა.

ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული აზრები, ვეცდები ნაწილი მაინც ჩამოვთვალო... თუმცა იმდენი დოგმატური შეხედულებაა შეუძლებელიც იქნება სრულყოფილად ჩამოყალიბება. სამწუხაროდ, ბევრი ისეთი შეხედულებაა, ახალგაზრდაც რომ იზიარებს და მისდაუნებურად არის უკვე სტერეოტიპული აზროვნების "მსხვერპლი".


" ქალი საჭესთან მეტ შეცდომას უშვებს"

" ბიჭები უფრო გონიერები არიან მათემატიკურ საგნებში"

" ქალმა არ უნდა გაიკეთოს ტატუ... ან ვერ გათხოვდება"

" განათხოვარი უცოლო ბიჭს, როგორ უნდა გაყვეს..."

"მამაკაცი არის შემომტანი და მთავარი..."

"ბავშვი საზოგადოებრივ ადგილას იქცევა ცუდად, ე.ი დედამ ვერ აღზარდა"


ხალხის მოლოდინები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია... ყველამ ისე რომ ვიცხოვროთ როგორც გვსურს, არავინ არავის საქმეში რომ არ ერეოდეს ასეთი და ამის მსგავსი არასწორი შეხედულება აღარ იარსებებს და უფრო თავისუფლად ვიცხოვრებთ სრულფასოვან საზოგადოებაში.

image

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0