x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბევრს ჰგონია, რომ მაღალი ქალის სიმაღლე ჰორმონების დარღვევითაა გამოწვეული, თუმცა ცდებიან
image მაღალი ქალის დანახვაზე ხშირად ადამიანებს მცდარი წარმოდგენა ექმნებათ და ფიქრობენ, რომ ქალის სიმაღლე ჰორმინების დარღვევის ან ჰიპოფიზის დარღვვებითაა გამოწვეული. არა და სულაც არაა აუცილებელი ქალის სიმაღლე რომელიმე დაავადებით იყოს გამოწვეული და უბრალოდ გენეტიკის წყალობით იყოს მაღალი, უფრო სწორი იქნება ვთქვათ ძალიან მაღალი.


ჰიპოფიზი წარმოადგენს პატარა ჯირკვალს, რომელიც ტვინის ფუძეზე არსებულ ძვლოვან სივრცეში, ეგრეთ წოდებულ "თურქულ კეხშია" მოთავსებული.


ჰიპოფიზი დაცულ ადგილზე მდებარეობს, თუმცა მისი ზრდის შემთხვევაში ის კეხში არ ეტევა და მაშინ იწყება პრობლემები.


ჰიპოფიზი ადამიანის ორგანიზმის სხვა ენდოკრინული ჯირკვლების უმრავლესობასაც აკონტოლებს, სწორედ აქედან გამომდინარე უწოდებენ მას ორგანიზმის მთავარ ჯირკვალს.



ჰიპოფიზი იყოფა ორ ნაწილად, წინა და უკანა, უკანა ნაწილი წინა მხარესთან შდარებით ბევრად მცირეა და ჰიპოფიზის მთლიანი ზომის მხოლოდ 20%-ს შეადგენს.


ჰიპოფიზის წინა, დიდი ნაწილი გამოიმუშავებს რამდენიმე ძირითად ჰორმონს:



1. ზრდის ჰორმონს, რომელიც არეგულირებს ორგანიზმის ზრდასა და ფიზიკურ განვითარებას და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სხეულის ფორმაზე კუნთების ჩამოყალიბებისა და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირების გზით.



2. ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (აკტჰ ანუ კორტიკოტროპინი), რომელიც ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლებში კორტიზოლისა და სხვა ჰორმონების წარმოქმნას.


3. თირეოიდმასტიმულირებელ ჰორმონს, რომელიც ფარისებრ ჯირკვალში თირეოიდული ჰორმონების წარმოქმნას აძლიერებს.


4. პროლაქტინს, რომელიც სარძევე ჯირკვლებში რძის წარმოქმნას ასტიმულირებს.


5. ფოლიკულმასტიმულირებელ და მალუტეინიზებელ ჰორმონებს (გონადოტროპინებს), რომლებიც ასტიმულირებენ სათესლე ჯირკვლებში სპერმის წარმოქმნას, საკვერცხეებში კვერცხუჯრედების ჩამოყალიბებას, სასქესო ორგანოებში კი სასქესო ჰორმონების (ტესტოსტერონის და ესტროგენის) გამომუშავებას.


ჰიპოფიზის უკანა, მცირე ნაწილი მხოლოდ ორ ჰორმონს გამოყოფს: ანტიდიურეზულ ჰორმონსა და ოქსიტოცინს.



ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა შეუძლია კეთილთვისებიან ან ავთვისებიან სიმსივნეს, არის სხვა მიზეზებიც რომელთა დადგენა ხდება კომოიუტერული ტომოგრაფიით ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით.


ჰიპოფიზის დარევა იწვევს ზრდის ჰორმონის ჰიპერაქტიურობას, რაც ადამიანის სიმაღლეში არანორმალურ ზრდას უწყობს ხელს.


თუმცა ხშირად, როგორც უკვე მოგახსენეთ ქალის სიმაღლეს შეცდომით მიაწერენ ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევას და რალურად ქალი სრულიად ჯანმრთელია.
სხვადასხვა ერში ბევრია ბუნებრივად მაღალი ადამიანები, აფრიკაში ცხოვრობს მასაის ტომი რომელთა ბუნებრივი სიმაღლე სტანდარტულ სიმაღლეზე ბევრად მეტია თითოეულ მასაიში.


ასე რომ აუცილებელი არაა ქალის სიმაღლე, გნებავთ მამაკაცის სიმაღლე აუცილებლად დაავადებას დავუკავშიროთ.


უმთავრესი მაინც გენეტიკაა, რომლის წყალობითაც ადამიანი მაღალი ან ძალიან მაღალი იზრდება.


სიმაღლეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაღალი ადამიანები ჩართული არიან სპორტის ისეთ სახეობებში, სადაც სიმაღლეს დიდი მნიშვნელობა ენიჭბა, ვთქვათ-კალათბურთი, ფრენბურთი ან ხელბურთი.


გარდა ამისა მაღალი ადამიანი უკეთ ორიენტირდება გადაადგილებისას.


თუმცა სიმაღლეს უარყოფითი მხარებიც აქვს, მაღალი ადამიანი იძულებულია საცხოვრებელი მოიწყოს მისი სიმაღლის შესაბამისად.


საცხოვრებლის ჭერი აუცილებლად უნდა იყოს მაღალი, აბაზანა უნდა იყოს მაღალი ადამიანის სიმაღლის შსაბამისობაში, ასევე საწოლი უნდა იყოს იმ ზომის, ადამიანს დაწოლის მერე ფეხები საწოლს გარეთ არ დარჩეს, კედლის სარკეც კი იძულებული არიან დაკვეთით დაამზადებინონ.


გთავაზობთ მაღალი ქალების კოლაჟს.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



















0
639
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
639