x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანეთის ახალ მეფეს კარლ III-ს იორკში საზოგადოებასთან შეხვედრისას კვერცხები ესროლეს
image
როგორც ტელარხი "Sky News "-ი იტყობინება პოლიციამ დააკავა პიროვნება, რომელმაც იორკში საზოგადოებასთან შეხვედრის დროს ბრიტანეთის ახალ მეფეს, ყოფილ პრინც ჩარლზ და უკვე მეფე კარლ |||-ს კვერცხები ესროლა.


მეფის გამოსვლისას მამაკაცმა იყვირა: "ეს სახელმწიფო აშენებულია მონების სისხლით", რასაც მისი მხრიდან კვერცხების სროლა მოჰყვა. საზოგადოებამ უარყოფითად შეაფასა მამაკაცის მოქმედება, გაისმა შეძახილები: "სირცხვილი შენ", "ღმერთო დაიფარე მეფე".


კვერცხები მეფესაც და მის თანამეცხედრე კამილასაც ასცდა, მეფის დაცვამ სწრაფი რეაგირება მოახდინა, თმცა დამცავი ჯავშან-საბანის გაშლა საჭირო არ გახდა, მეფე მეუღლესთან კამილასთან ერთად ესაუბრებოდა საზოგადოებას როცა მამაკაცმა შეძახილს კვერცხების სროლა მიაყოლა, მამაკაცი სწრაფად იქნა პოლიციელების მიერ დაკავებული და შემთხვევის ადგილიდან გაყვანილი, ახლა მიმდინარეობს გამოძიება თუ რომელი ორგანიზაციის აქტივისტია აღნიშნული მამაკაცი და თუ რა მოტივით ესროლა მან კვერცხები მეფეს და სამეფო ოჯახის წევრს.


ახალი მეფის კორონაცია მოხდება მომავალი წლის 6 მაის ვესტმინსტერის სააბატოში.



image

0
115
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
115