x
image
Yoona
Mediator image
მეცნიერების ბოლო მონაცემები: ბოტოქსს იმპოტენციის დროს დახმარება შეუძლია
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ბოტოქსი არა მხოლოდ ნაოჭებს ასწორებს, არამედ მამაკაცებში ერექციის პრობლემებს აგვარებს. პირდაპირ პენისში ინექცია ორგანოს მოდუნებას და მისკენ სისხლის მიწოდებას ხელს უწყობს.


ბელგიელმა უროლოგებმა განაცხადეს, რომ მკურნალობამ „აშკარა სარგებელი“ აჩვენა, თუმცა შემდგომი გამოკვლევა აუცილებელია. ინექციის ეფექტი დაახლოებით სამი თვის შემდეგ ქრება.


მამაკაცების ნახევარს ამა თუ იმ ფორმის ერექციული დისფუნქცია მათი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აწუხებთ.

image

ჟურნალ Urology-ში გამოქვეყნდა შვიდი კვლევის ანალიზი, რომელიც ბოტოქს და ერექციულ დისფუნქციას ეძღვნება.



კვლევები, რომლებშიც 362 მამაკაცი მონაწილეობდა, 1990-იან წლებში დაიწყო და ადამიანისა და ცხოველის მონაცემებს მოიცავს. მიმოხილვაში მითითებული არაა, ჰქონდა თუ არა ყველა მამაკაცს ერექციული დისფუნქცია ან რამდენად მძიმე იყო მათი შემთხვევები. ძირითადად, მათ პენისში ბოტოქსს ან პლაცებოს უკეთებდნენ.


ეფექტურობა იზომებოდა ერექციის დროს სიმაგრის სკალის გამოყენებით. ის რაოდენობრივად აფასებს ერექციის სიძლიერეს ოთხბალიან სკალაზე, მერყეობს ნულიდან (პენისი არ იზრდება) ოთხამდე (პენისი სრულიად მაგარია). მათ ულტრაბგერით პენისში სისხლის ნაკადი გაზომეს და გამოიკვლიეს მამაკაცები, რათა დაედგინათ მათი ერექციული დისფუნქციის ხარისხი მკურნალობამდე და მის შემდეგ.


ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკვლეული მამაკაცების ნახევარი, რომლებმაც ბოტოქსი გაიკეთეს, სამივე მაჩვენებლით დადებითად პასუხობდა ინექციიდან 3 თვის განმავლობაში, მაგრამ ეფექტი 6 თვის შემდეგ გაქრა.


კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცების 40 პროცენტს, რომლებმაც მიიღეს ინექცია, მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ სექსით დაკავება შეეძლოთ.

image

მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის უროლოგი დოქტორ რეიდ აბუზარი ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ყველა კვლევამ აჩვენა, რომ ბოტოქსი ერექციის პრობლემების გაუმჯობესებას ხელს უწყობს.


„რაც შეეხება ინექციის BoNT-A მოქმედების ხანგრძლივობას, ზემოაღნიშნული კვლევები მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში აშკარა სარგებელს აღწერს“ – ამბობენ ისინი ჟურნალთან საუბარში.


"როგორც ჩანს, ეს სარგებელი რეგრესირდება ექვსი თვის განმავლობაში. ეს ხაზს უსვამს, რომ ამ პაციენტებში რეჟიმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია“.

image

მათი თქმით საჭიროა კვლევის გაგრძელება და ბოტოქსის არ უნდა იქნას გამოყენებული ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, სანამ კლინიკური კვლევები არ დასრულდება.


ითვლება, რომ ბოტოქსი ერექციას პენისის სისხლძარღვების კედლებში გლუვი კუნთების დროებითი მოდუნების ხარჯზე აუმჯობესებს. ის ბლოკავს ნერვულ სიგნალებს, რომლებიც ჩვეულებრივ ამ კუნთებს ავიწროებენ, რაც ნიშნავს, რომ მეტი სისხლი შეიძლება მოხვდეს ორგანოში.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. აშშ-ში სამკაულით კონტრაცეპტივების ტესტირებას ატარებენ

2. სექსი IQ დონეზე გავლენას ახდენს: მეცნიერების კვლევა

3. 10 სასარგებლო ბონუსი ორგანიზმისთვის, რასაც სიყვარულით დაკავება იძლევა

4. ფუმფულა ქალები ქორწინებას ბედნიერს ხდიან და ამას მეცნიერება ამტკიცებს

5. მამაკაცის სხეულის რომელი კუნთი იპყრობს ქალების ყურადღებას: გამოკითხვის შედეგები

6. მეცნიერები თვლიან, რომ თანამედროვე ხალხი შხაპს ზედმეტად ხშირად იღებს

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
38