x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ირანში რელიგიურ-ფანატიკოსთა მმართველობის წინააღმდეგ ქალებმა ხმა ამოიღეს და საპროტესტო ტალღაც ააგორეს
image
ირანმა დიდი ხანია გადაუხვია ჯანსაღი საზოგადოების ცხოვრების წესს და სახელმწიფოებრივი წყობის დემოკრატიულ მართვას.


ქვეყანას პრაქტიკულად ფანატიკოსი რელიგიური ლიდერი მართავს ჰამენეის სახით, ეს რელიგიური ლიდერი განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობს, რაც აზარალებს ირანს, როგორც სახელმწიფოს და როგორც ირანულ საზოგადოებას.
ირანის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსური და სამხედრო სახის დახმარების გამო ირანი მუდმივად იმყოფება სანქციების ქვეშ და ეს მაშინ როცა ირანს შეუძლია მსოფლიოს განვითარებული სახელმწიფოების გვერდით დაიკავოს ადგილი, როგორც წიაღისეულით მდიდარმა სახელმწიფომ.


სწორედ ჰამენეის უშუალო მითითებით და მოთხოვნით გადაეცა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმს დრონი-კამიკაძეების უზარმაზარი პარტია, რომლის გადაცემაზე რუსეთისათვის აქამდე უარყოფდა ირანის ხელისუფლება, თუმცა როგორც ბრიტანული დაზვერვა იტყობინება, ირანის პრეზიდენტი და სამოქალაქო ხელისუფლება კატეგორიული წინააღმდეგი იყო რუსეთისათვის გადაეცათ ირანული დრონი-კამიკაძეები., მაგრამ ყველაფერი გადაწყვიტა ირანის სულიერი ლიდერის ჩარევამ და დღეს უკრაინულ ქალაქებს და უდანაშაულო მოსახლეობას ანადგურებს ირანული დრონი-კამიკაძეები.


ირანში "ზნეობის პოლიციის" მიერ ახალგაზრდა გოგონას მკვლელობამ ირანში მასიური გამოსვლები გამოიწვია, რომლის რეზონანსმა საქართველომდეც მოაღწია და აქ მცხოვრებმა ირანელმა ქალებმა პროტესტის ნიშნად თმები შეიჭრეს საჯაროდ, რასაც ირანული კანონმდებლობა სასტიკად კრძალავს.



ირანში საპროტესტო გამოსვლებს მსხვერპლი მოჰყვა, პროტესტანტებს საბრძოლო ტყვიები დაუშინეს, თუმცა ამან საზოგადოებაში პროტესტის გრზნობა უფრო გააღვივა და დაიწყო საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც ირანელი ახალგაზრდა ქალები ჩაუდგნენ სათავეში.


ახალგაზრდებმა პროტესტის ნიშნად ჰიჯაბი მოიშორეს და შიშველი თმებით გამოვიდნენ ქუჩაში, ირანის სულიერი ლიდერის იუსტები შებილწეს და ისეთი კარიკატურები გააკრეს ჰამენეიზე, რომლის დამხატავსაც სიკვდილი არ აცდება.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმაც განაცხადა, რომ ირანის რეჟიმი უნდა დაემხოს.
imageimageimageimageimageimage





0
118
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
118