x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ორალური სექსი მანქანით მგზავრობის დროს: ნახეთ, რით დასაჯეს ქალი
ახალ ზელანდიაში 34 წლის ჟანა ჯოზეფსი უპასუხისმგებლო მძღოლის მსგავსად იმის გამო დასაჯეს, რომ ავტომანქანის საჭესთან მჯდარ მამაკაცთან, რომელიც მისი პარტნიორი გახლდათ, ორალური სექსით იყო დაკავებული.


ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ქალს მართვის უფლება ჩამოერთვა, მიუხედავად იმისა, რომ თავად საჭესთან არ მჯდარა. ის აქტიურად აპროტესტებდა მართვის უფლების ჩამორთმევას და უკვირდა, ჩემგან რა უნდათ, მე ხომ არ გამიკეთებია ავარიაო, მაგრამ მოსამართლემ მისი არგუმენტაცია რასაკვირველია არ გაითვალისწინა. საკუთარ განჩინებაში მოსამართლემ თქვა, რომ ჟანა ჯოზეფსმა მძღოლს ყურადღება მართვის პროცესიდან გადაატანინა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია და ქალიც აუცილებლად უნდა დასჯილიყო, მიუხედავად იმისა, იჯდა თუ არა საჭესთან. “სახიფათო მართვა” - ასე ეწერა სასამართლოს გადაწყვეტილებაში.


მოსამართლემ განაცხადა: “მან [ქალმა] წვლილი შეიტანა იმაში, რომ მან [მძღოლმა] ავტომანქანაზე კონტროლი დაკარგა და ფერმის ღობეს შეეჯახა.”


საბოლოო ჯამში ქალმა დანაშაული აღიარა. დანაშაულის უარყოფას აზრი არ ჰქონდა, რადგან პოლიცია შემთხვევის ადგილას მალე გაჩნდა და პატრულმა-ინსპექტორებმა ყველაფერი უმალვე შეიტანეს ოქმში. პოლიციის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ ოქმში ისიც ეწერა, რომ ქალი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც დამამძიმებელ გარემოებად იქნა მიჩნეული.



ქალმა თავდაპირველად პოლიციელებს საკუთარი სახელი და გვარი არ გაუმხილა და ფიქტიური სახელი და გვარი გამოიყენა, თუმცა სამართალდამცავებმა მალევე გადაამოწმეს მისი ვინაობა. ამასთან ქალის მიერ საკუთარი ვინაობის დაფარვა და ყალბი ვინაობის გამოყენებაც დამამძიმებელ გარემოებად იქნა შეფასებული.


თავდაპირველად მოსამართლე ნიკოლსმა ორალური სექსის მოყვარულ ქალს 3, 5 თვით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით სასჯელი 40-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით და 12-თვიანი ინტენსიური დაკვირვებით შეიცვალა. გარდა ამისა, თავის მეორე განჩინებაში მოსამართლემ უცვლელად დატოვა საკუთარი პირველადი გადაწყვეტილება მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ და ქალს ფულადი ჯარიმის გადახდაც დააკისრა.


სექსი

0
300
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0