x
image
Yoona
Mediator image
17 სიტყვა, რომელთა მნიშვნელობა 30 წლის შემდეგ მთლიანად იცვლება
დაფიქრებულხართ, რომ 30 წლის შემდეგ ზოგიერთი სიტყვა სხვა მნიშვნელობას იძენს? დიახ, ვბერდებით და ცხოვრების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება იცვლება.


image

სიტყვების გაშიფვრის წაკითხვის შემდეგ პატარა ექსპერიმენტი ჩაატარეთ და 18 და 30 წლის ადამიანს ჰკითხეთ, თუ რა ასოციაციებს იწვევს ეს სიტყვები. „კვლევის“ შედეგები სასიამოვნოდ გაგაოცებთ.



1. ნაბახუსევი


image

რას ნიშნავს 30 წლამდე: დილით მსუბუქი თავის ტკივილით იღვიძებთ და ბობოქარ ღამეს ღიმილით იხსენებთ.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: ლოგინიდან 2 დღე ვერ დგებით და თავს ისე გრძნობთ, თითქოს ავტობუსმა გადაგიარათ.


2. “ფეისბუქი“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: ადგილი, სადაც ყველა ჩვენი კლასელი/ჯგუფელი იკრიბება. ასევე ადამიანები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ნანახი არ გყავთ.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: ადგილი, სადაც ადამიანები თქვენს სიახლეების გვერდს ნიშნობის ბეჭდის და ქორწილის ფოტოებით ანაგვიანებენ.


3. “მოშურნეები“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: ადამიანები, რომელთაც დიდ ყურადღებას აქცევთ.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: ადამიანები, რომლებიც თქვენი ყურადღების და აღიარების ღირსნი არ არიან.


4. “კლუბი“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: ადგილი, სადაც ხალხი მოდის, რომ დალიოს, მეგობრები შეიძინოს და მუსიკას მოუსმინოს.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: ჯოჯოხეთის მეხუთე წრე.


5. “დაოჯახებული არაა“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: დაქორწინებული არაა და რომანტიკული ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ამაზე ოცნებობს.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: მდგომარეობა, როცა ხალხი თანაგიგრძნობთ და ამბობს, რომ ეს დროებითია და მალე მეორე ნახევარს იპოვით.


6. “შეყვარებული“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: ადამიანი, ვისთანაც რომანტიკული ურთიერთობა გაქვთ, სანამ ოჯახის წევრები გონს მოსვლას გთავაზობენ.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: მთელი სამყარო გეკითხებათ, როდის დაოჯახდებით, ბავშვებს გააჩენთ.


7. “სამსახური“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: საქმიანობა, რომლისთვისაც ფულს იღებთ. დიდად არ გძაბავთ, სანამ მშობლები მატერიალურად გეხმარებათ.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: რაღაც, რაც აუცილებელია, რომ იარსებოთ.


8. “დასვენების დღეები“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: გათენებამდე სეირნობთ, შეუჩერებლივ სვამთ, მეორე დილით არ გახსოვთ, სად დატოვეთ ტელეფონი.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: დროს კარგად ატარებთ. აკეთებთ იმას, რაც სიამოვნებას განიჭებთ. სეირნობა თქვენთვის არაა, რადგან ორშაბათს დილით ძალიან დაქანცული იქნებით.


9. “ტრფიალება“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: ფლირტი, მილიონი შეტყობინება, სასაცილო ფოტოების გაზიარება, ასევე 24/7 საათით ტელეფონზე საუბარი.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: „შენთან თუ ჩემთან?“


10. “დანაზოგი“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: ფიქრი, რომ ფულის სამომავლოდ შენახვა კარგია.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: რაღაც, რაც ჯერ არ გაგიკეთებიათ.


11. “ადრე დაწოლა“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: ავად გახდით.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: ცხოვრების მიღწევა, რის გამოც დილით საკუთარ თავს მადლობას ეტყვით.


12. “დილა“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: დრო, როცა, ალბათ, ჯერ კიდევ გძინავთ.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: დრო, რომლიდანაც მაქსიმუმი უნდა მიიღოთ, რომ უაზროდ დახარჯულ დროზე არ ინანოთ.


13. “დაგეგმვა“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: რთული არჩევანი, სად წახვიდეთ საღამოს.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: ყველაფერი. მაგალითად, ბაზრობაზე წასვლის დრო, ტელევიზორის და მუშაობის დრო.


14. “შვილები“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: მომავალში!

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: ახლა არა.


15. “მოზარდები“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: ახალგაზრდები, რომელთანაც საერთო ენას ვერ პოულობთ.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: უცნაური არსებები, რომლებიც სქესობრივი სიმწიფეს აღწევენ და წლებთან ერთად დეგრადირდებიან.


16. “მოგზაურობა“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: ქვეყნის მეორე ბოლოში მოგზაურობა, რომ დალიოთ და იცეკვოთ, იცეკვოთ და დალიოთ.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: სხვა კულტურის შესწავლა, სუვენირების შეძენა და მომენტებით ტკბობა.


17. “მეგობრები“

image

რას ნიშნავს 30 წლამდე: ადამიანები, რომლებთანაც დალევა გსურთ.

რას ნიშნავს 30 წლის შემდეგ: ადამიანები, რომლებთანაც ახლოს ხართ და არასდროს მიგატოვებთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 10 კომიქსი რეალური პრობლემების შესახებ, რომელსაც ყველა მაღალი გოგო გაიგებს

2. 14 რამ ურთიერთობაში, რაც მამაკაცმა 30 წლამდე უნდა გაიგოს

3. 11 ილუსტრაცია, რომელშიც ნებისმიერი დაბალი გოგო საკუთარ თავს ამოიცნობს

4. რატომ მოსწონს ხალხს მარტო ყოფნა: 10 ყველაზე პოპულარული პასუხი

5. რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები ერთი და იმავე მოქმედების შესასრულებლად

6. სილამაზის სალონის მფლობელი ყოველდღიურ ცხოვრებაზე იუმორისტულ კომიქსებს ხატავს


0
446
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
446