x
image
Yoona
14 რამ ურთიერთობაში, რაც მამაკაცმა 30 წლამდე უნდა გაიგოს
image

სოციოლოგმა ნიკოლას ვულფინგერმა ჩაატარა კვლევა და გაარკვია, რომ 30 წლის შემდეგ შექმნილი ოჯახი უფრო ნაკლებად იშლება. საქმე იმაშია, რომ ბევრ რამეს მხოლოდ უფრო მოზრდილ ასაკში ვხვდებით. როგორ ცვლის ცხოვრებისეული გამოცდილება მამაკაცის ქცევას ურთიერთობაში?

რას აკეთებენ მამაკაცები ურთიერთობაში 30 წლის შემდეგ

1. ურთიერთობაზე მუშაობა ნამდვილად საჭიროა


image

20 წლის ბიჭი ფიქრობს, რომ თუ გოგოს გული დაიპყრეს, ის უკვე არსად წავა. სინამდვილეში ურთიერთობის გაფუჭება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე გვგონია, ამიტომ მუდმივად უნდა ვიმუშაოთ. 30 წლის შემდეგ მამაკაცებმა უკვე იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი საყვარელ ადამიანს ბევრი დრო დაუთმონ, საყოფაცხოვრებო საკითხები ერთად გადაწყვიტონ და დათმობაზე წავიდნენ.

2. ყველგან ადამიანის გაცნობა არ ღირს

image

20 წლისას ბიჭს ეჩვენება, რომ ბარი ან კლუბი გასაცნობად საუკეთესო ადგილია, რადგან აქ შეიძლება გოგოს შეხედოთ და საჭიროების შემთხვევაში სითამამისთვის 1-2 ჭიქის გადაკვრაც შეიძლება. თანამედროვე სექსოლოგები ირწმუნებიან, რომ ალკოჰოლით დაწყებული ურთიერთობა წარმატებული იშვიათად არის. უმჯობესია თუ ცხოვრების მეგზურს გაიცნობთ იქ, სადაც ადამიანის უკეთ გაცნობას შეძლებთ: ადგილებში, სადაც ინტერესების მიხედვით იკრიბებიან, ან საერთოდ სამსახურში.

3. წარსული წარსულში უნდა დარჩეს

image

20 წლის ასაკში გეჩვენებათ, რომ ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ უნდა გიყვარდეთ, მაგრამ 30 წლისას ხვდებით, რომ ყველას აქვს თავისი ისტორიის ქონის უფლება. სწორედ ამიტომ თუ ახალგაზრდობაში ყოფილთან გადაღებულმა სურათმა ან ნებისმიერ კონტაქტმა ბიჭის ნერვიულობა გამოიწვიოს, ზრდასრული მამაკაცი წარსულს ფილოსოფიურად უდგება: იყო და იყო, მნიშვნელოვანია ახლა რა ხდება.

4. იდეალური ადამიანები არ არსებობენ

image

არ არსებობს იდეალური მეორე ნახევარი და ის, ვისაც მთელი ცხოვრება უნდა ელოდოთ და ეს შესანიშნავია! დიახ, არავინ არავისთვის არაა გაჩენილი და თქვენ ვინმეს არ უნდა ელოდოთ, სანამ ზეციდან ხმა ან ბედის რაიმე ნიშანი არ მიგითითებთ იმ ერთადერთ ვარიანტზე. 30 წლის მამაკაცი ბედს თვითონ ქმნის, ამიტომ ამ ასაკში უკვე იციან, რომ იდეალური ადამიანები უბრალოდ არ არსებობენ და არა იდეალურ ურთიერთობებს, მაგრამ ძვირფას ადამიანთან იწყებენ.

5. პრობლემებს უზიარებს - ეს ნორმალურია!

image

20 წლის ბიჭს მიაჩნია, რომ მამაკაცი პრობლემებს თავად უნდა გაუმკლავდეს, ხოლო რჩევის ან დახმარების თხოვნა მისთვის სისუსტის ნიშანია. ზრდასრულ ადამიანს ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა და პატივისცემა, ამიტომ თუ პრობლემები ექნება, მას თავის შეყვარებულთან განიხილავს. 30 წლის შემდეგ მოდის ცოდნა, რომ სიყვარული მეგობრობის გარეშე შეუძლებელია, ხოლო ქორწინება კი იმისთვის არის, რომ ჭირსა და ლხინში ერთად იყოთ.

6. თქვენ მოლოდინს არავინ უნდა შეესაბამებოდეს

image

„ვფიქრობდი, რომ ის ასეთი არ იყო, რომ ჩემი გულისთვის შეიცვლებოდა (საკუთარ გეგმებზე უარს იტყოდა), სხვაგან გადასვლას გადაიფიქრებდა“ - დაახლოებით ასე ლაპარაკობენ ბიჭები ახალგაზრდობაში. ზრდასრულ მამაკაცებს ესმით, რომ გოგოსთვის შეიძლება უცნობია, თუ რას ფიქრობს ის მასზე. გოგოს ქცევა ბიჭის მოლოდინს არ უნდა შეესაბამებოდეს. ადამიანები განსხვავებული არიან და ეს შესანიშნავია.

7. პრობლემის გაქცევა მის გადაჭრას არ ნიშნავს

image

ახალგაზრდა ბიჭებს ხშირად ჩხუბი და კონფლიქტი აშინებთ და პრობლემის გადაჭრის ნაცვლად უპირატესობის დროებით გაუჩინარებას ანიჭებენ. იმედოვნებენ, რომ ასე გოგო დაწყნარდება და პრობლემა თავისთავად მოგვარდება. მაგრამ ეს არ მუშაობს. უფრო პირიქით. ზრდასრულ მამაკაცს ესმის, რომ პრობლემის აღიარება უკვე შესანიშნავი დასაწყისია და თუ იმწამსვე ვერ მოაგვარებენ, დროთა განმავლობაში შეიძლება ყველაფერი დალაგდეს.

8. სახლის საქმეებში მონაწილეობა აუცილებელია

image

თუ ახალგაზრდობაში ბიჭს სახლის საქმეებზე სტერეოტიპი შეიძლება ჰქონდა, უკვე ზრდასრულ ასაკში ამის შესახებ უნდა დაივიწყონ. ხშირ შემთხვევაში წყვილიდან ორივე მუშაობს, ასევე სახლის საქმეებზე უარის თქმა სამსახურის მომიზეზებით, როგორც მინიმუმ ეგოისტურია. ზრდასრულ მამაკაცებს სახლის საქმეებში მონაწილეობის არ რცხვენიათ და ესმით, რომ ასეთი საქმიანობა მათ კიდევ უფრო აახლოებს.

9. პირობა აუცილებლად უნდა შეასრულოთ

image

„მამაკაცმა თქვა - მამაკაცმა შეასრულა“ - ამბობს ხალხი. „მაგრამ ეს იყო სხვადასხვა მამაკაცი“ - ამბობენ ბიჭები. ზრდასრულმა მამაკაცმა სიტყვის ფასი იცის, ამიტომ თუ პირობას იძლევა, ცდილობს პირობა შეასრულოს და მის შესრულებას მხოლოდ საპატიო მიზეზმა შეიძლება ხელი შეუშალოს. საბოლოო ჯამში ამაზე დამოკიდებულია გოგო მომავალში გენდობათ თუ არა.

10. „ყველა მამაკაცი პოლიგამია - მითია. ღალატი მამაკაცურობას არ ამტკიცებს“

image

კინოსა და რეკლამაში ხშირად მამაკაცის წარმატებას ბევრ ქალთან აკავშირებენ. ახალგაზრდა ტვინი ცხოვრებას ასე წარმოიდგენს და მას პოლიგამობის თეორიას უმატებს - მე ხომ მამაკაცი ვარ, ეს ჩვენი ბუნებაა. ასაკთან ერთად მამაკაცი ამ მავნე სტერეოტიპზე უარს ამბობს და ერთ პარტნიორთან სრულყოფილ ურთიერთობას აფასებს.

11. შეცდომის აღიარების სითამამე უნდა გქონდეთ

image

„ჩემი ქმარი არასდროს იხდის ბოდიშს, ჩემ წინაშეც კი“ - ამბობს კლერ ანდერვუდი სერიალში „ბანქოს სახლი“. და ქორწინებაში უბედური იყო. ზრდასრული მამაკაცი საკმაოდ თამამია, რომ თავისი დანაშაული აღიაროს და ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღოს, მაშინ როცა ახალგაზრდა ბიჭი თავის სიმართლის დასამტკიცებლად ბოლო ხმაზე გაჰყვირის.

12. სიყვარული ზრუნვაში გამოიხატება

image

ნამდვილი გრძნობა ყოველდღიურობაში, წვრილმანებში ვლინდება. ახალგაზრდობაში გეჩვენებათ, რომ მთელი ცხოვრება ერთად ყოფნის პირობა და მთვარის შუქზე სერენადა საკმარისია, რომ სიყვარულის დემონსტრირება მოახდინოთ. ზრდასრული მამაკაცი თავის გრძნობას ქცევით გამოხატავს - სამსახურის შემდეგ გოგოს ნახვა და მასზე ზრუნვა, რომ ის არ გაიყინოს.

13. შეიძლება ქალის ინტერესებს არ იზიარებდეს, მაგრამ მას პატივი უნდა სცეთ

image

სხვა ადამიანის ინტერესების განსჯა მარტივია, განსაკუთრებით როცა ახალგაზრდა ხართ. მუსიკა, ფილმი, სოციალური ქსელი, ქსოვა - ნებისმიერი გატაცება ვიღაცას შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს. ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მამაკაცი განიკითხავს ყველაფერს, რაც თავად არ ესმის, ხშირად თავის შეყვარებულს აკრიტიკებს და გულს სტკენს. ზრდასრული მამაკაცი აცნობიერებს, რომ თითოეულს თავისი ჰობის ქონის უფლება აქვს და საყვარელი ადამიანის გატაცება კი არ უნდა გააკრიტიკოს, არამედ პატივი უნდა სცეს.

14. კონტროლი ნებისმიერ ურთიერთობას კლავს

image

ახალგაზრდობაში ეჭვიანობა რომანტიულად გეჩვენებათ, ის ნამდვილი ვნების გამოვლენად ითვლება. ზრდასრულმა ადამიანმა იცის, რომ გრძნობა მესაკუთრეობასთან კავშირში არაა და თავის პარტნიორს ენდობა.

სიყვარულს მთელი ცხოვრება ვსწავლობთ და ის ჯადოსნური აღმოჩენებით არის სავსე, დაწერეთ კომენტარებში, რა გაიგეთ თქვენთვის ახალი ზრდასრულ ასაკში.

0
1573
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
1573
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0