x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
მოურინიო:"ასე არსენალი არასდროს მომწონებია"

imageმადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს სჯერა, რომ არსენალი კვლავ ძველ დიდებას უბრუნდება. იმის მიუხედავად რომ გუნდი ალექს სონგმა და რობინ ვან პერსიმ დატოვეს ჟოზეს აზრით არსენალი შარშანდელზე გაცილებით ძლიერი გუნდია.
"ვფიქრობ არსენალი დიდებას უბრუნდება. არსენალი ყოველთვის მომწონდა და ეხლაც მომწონს. იმის მიუხედავად რომ წამყვანი ფეხბურთელები დაკარგეს აშკარაა შარშანდელზე ძლიერი გუნდია. მომწონს ის გზა რომლითაც ვენგერი მუშაობს და მჯერა რომ წელს "მეთოფეები" სიურპრიზს შემოგვთავაზებენ.
არსენალისადმი კრიტიკული არასდროს არ ვყოფილვარ. როდესაც შენ იმავე ქალაქის გუნდის მწვრთნელი ხარ და იმავე ჩემპიონატისთვის და თასისთვის იბრძვი, რომლისთვისაც ვენგერის გუნდი სავსებით ნორმალურია რომ ყოველთვის მოწინააღმდეგედ აღვიქვამდი, მაგრამ დაფასება ყოველთვის იყო. იმის მიუხედავად რომ გუნდმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ვან პერსი დაკარგა, აშკარად ბოლო წლებში ამ ფორმაციის არსენალი საუკეთესოა."-განაცხადა ჟოზე მოურინიომ

2
107
2-ს მოსწონს
ავტორი:არსენალი
არსენალი
107
  
2012, 26 სექტემბერი, 9:07
+100
2012, 25 სექტემბერი, 23:08
+1
0 1 2