x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
ალეკო შუღლაძე:"ამ ჩვენს ხიდებზე გინდა გადადი, გინდა გადმოდი - მაინც აქა ხარ..."

image
მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი ალეკო შუღლაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, როგორც ყოველთის გამორჩეული წერის მანერით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


"ერთი ნორმალური ხიდი არა გვაქვს რა, რომ რასაც ჰქვია - გადახვიდე და მართლა გადახვიდე და წახვიდე და დაახვიო აქედან. ამ ჩვენს ხიდებზე გინდა გადადი, გინდა გადმოდი - მაინც აქა ხარ.



ძალიან სწრაფადაც რომ გადაირბინო, და მერე აქეთ გიჟივით გადმოირბინო - მაინც ჩემი ფეხები.


იმ დღეს ვახუშტის ხიდზე ძალიან ნელა გადავედი... ფაქტობრივად მივღოღავდი. იქიდან ვიღაც ჩემნაირი აქეთ მოცოცავდა... როცა გამისწორდა, ჩამჩურჩულა: „ბარათაშვილის ხიდზეც ვცადე, მაგრამ პორტალი არც იქ მუშაობსო.“



იხტიბარი არ გავიტეხე, ბოლომდე გადავედი... თქვენც არ მომიკვდეთ - ვერანაირი ქერა და მაღალი ხალხი ხიდის იქითა მხარეს ვერ ვნახე.


მოგვიანებით გამწარებულმა და ნერვებდათხრილმა მშრალ ხიდზე გადავიშხუვლე... მაინც რა ტუტუცი ვარ! რა მეგონა, რომ კოპენჰაგენში აღმოვჩნდებოდი? რომ ვერ აღმოვჩნდი, მერე უკან გამოვქანდი და მალმეს მაგივრად დედაენის ბაღში ამოვყავი თავი. დედაენა კი კარგია, მაგრამ ხანდახან გულ-ღვიძლი მალმეს გთხოვს!


დიდუბის ხიდზე ჩემი ახლობელი დარბის. რამე რომ გამოსვლოდა - მომწერდა.


აბა რა ვქნა? სხვა ყველაფერი მოვსინჯე. გუშინ ტყეშიც კი ავედი, იქნებ დავიკარგო-მეთქი. ტყეში ამდენი ხალხი თუ დაბორიალობდა, რას ვიფიქრებდი. დავიკარგე კი არა, ყველა ჩემი ნაცნობი იქ ვნახე და ბოლოში რესტორანში აღმოვჩნდი...


ამ წუთას სახლის სახურავზე ვიმყოფები... თუმცა ჯერ არ ვიცი, აქ რა უნდა ვქნა. თუ აქ არაფერი გამომივა, სარდაფიც მაქვს და ხვალ იქ ჩავალ.


„ხიდებზე მორბენალი“


2021 წელი.


თქვენ ხომ არ გიპოვიათ რამე?


0
110
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0