x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
„ომში ბევრი ფულს შოულობს, ნახავთ, რამდენი უკრაინელი გამდიდრდა, ისინიც კი საქართველოს უტევენ" - მეუფე იაკობი
image

მეუფე იაკობი დღეს, საკვირაო ქადაგებაში მრევკის წინაშე ძირითადად, უკრაინის გარშემო საუბრობდა. ტაძარში შეკრიებილებს დღეს ის არწმუნებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს ბევრი უკრაინელი გამდიდრდა, თუმცა ვის გულისხმობდა, არ დაუკონკრეტებია.


სასულიერო პირმა ქადაგებაში არც დასავლელი პარტნიორები დაინდო.


„რუსი რომ ოკუპანტი იყო და ოკუპაცია აქვს ჩვენი ქვეყნის დიდი ტერიტორეიაზე გაკეთებული, ყველამ ვიცით, ხომ? მაგას ვინ დამალავს? მაგრამ შეხედეთ მეორე მხარეს, რა ხდება. ვისთანაც ვიდექით, სოლიდარობა გვქონდა, უკრაინა იყო თუ დანარჩენი პროგრესული მსოფლიო, რა ხდებობდა იქ? იქ ხდებოდა ის, რომ როდესაც ევროკავშირის კანდიდატობაზე იყო საუბარი, რამდენიმე ბალტიისპირელი გამოვიდა, დეპუტატი დღევანდელი ევროპარლანეტის და როგორ გვებრძოდა... ასევე, მინისტრის მოდგილე უკრაინიდან, „საქართველო არ უნდა მიიღოთო...“ პოდოლიაკი იყო, იგივეს იძახოდა, არესტოვიჩი იგივეს იძახდა. ომში ბევრი ფულს შოულობს. მერე ომი დამთავრდება, ნახავთ რამდენი უკრაინელი გამდიდრდა, სამწუხაროდ, ამ ომში. ისინიც კი საქართველოს უტევენ, - თქვა მეუფე იაკობმა.


ბოდბელს ეპისკოპოსს საკუთარი ქადაგებაში არც ოპოზიცია გამორჩა. მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები დესტრუქციულად იქცევიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთაც.


ეკლესია, ყოველთვის ვამბობთ, რომ „შევრიგდეთ“. შეხედონ, ერთი და იგივე ძალაა, რომელსაც შერიგება არ უნდა, რომელიც სხვა ძალებს ეფარება. თორემ რამდენი ის არის... პოზიციაა თუ ოპოზიცია, თუნდაც იმ ოპოზიციაში, ვინც დღეს ებრძვის საქართველოს, გარეთ გადის, იმას იძახის, რომ „არ მიიღოთ“. მე ამას გეუბნებით, რაც იმათგან ვიცი, უცხოელი მაღალი თანამდებობის პირებიდან. გადიან დ ა კიდევ იმას ლაპარაკობენ, რომ ინვესტიციები არ ჩაიდოს საქართველოში. ერმა მაშინ ერთ არჩევნებზე კი არ გითხრათ უარი, ზოგადად გითხრათ საქციელზე უარი, - თქვა სასულიერო პირმა.

1
198
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
198
  
2022, 9 ოქტომბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1