x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ინდონეზიაში სტადიონზე 129 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები და ქალები (ვიდეო)
image

ინდონეზიაში ფეხბურთის მატჩზე სროლისა და ჭყლეტის შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა.


ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩზე მომხდარი არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ამ საშინელი ტრაგედიის მონაცემებს ადგილობრივი პოლიცია ავრცლებს.


ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის ფარგლებში ერთმანეთს კლუბები "არემა" და "პერსბაია" შეხვდნენ. მასპინძლები პრინციპულ მატჩში 2-3 დამარცხდნენ. საფინალო სასტვენის შემდეგ "არემას" უკმაყოფილო გულშემატკივრები მოედანზე გამოცვივდნენ, რის შემდეგაც დაიწყო ქაოსი და არეულობა. სამართალდამცავები იძულებულები გახდნენ ცრემლსადენი გაზის გამოყენებინათ, შემდეგ კი სროლა დაიწყო, რა დროსაც წარმოიშვა ჭყლეტვა.



ასევე ვარაუდობენ, რომ "არემას" რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ მოედანზე იმყოფებოდა, თავს დაესხნენ.

image

შედეგად, სულ ახალი მოანცემებით დაფიქსირდა 129 ადამიანის გარდაცვალება, მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან 180 ადამაინზე მეტი არის კიდევ დაჭრილი, 300-მდე დაშავებულია გადაყვანილი უახლოეს სავადმყოფოებში. მათი უმეტესობა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, გადათელვის, ჭყლეტვის და გაგუდვის შედეგად დაიღუპა. პირველადი ინფორმაციით გარდაცვლილებს შორის არიან ქალები, ბავშვები და პოლიციელები.


დგილობრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირის თქმით, უმეტესობა გარდაიცვალა "ქაოსის, ხალხმრავლობის, გადათელვის და გაგუდვის შედეგად".


ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ ​ქვეყანაში ყველა საფეხბურთო მატჩის გადადების და გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.


ფიფას წესების თანახმად, პოლიციამ არ უნდა ატაროს არც უნდა გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი ან "ცრმლსადენი გაზი".


ინდონეზიის უშიშროების მინისტრმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ სტადიონი 38000 მაყურებელს იტევს, თუმცა 42000 ბილეთი გაიყიდა.

2
97
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
97
  
2022, 6 ოქტომბერი, 3:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ოქტომბერი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2