საზოგადოება როგორ ცხოვრობენ ავსტრალიელი აბორიგენები დღეს? 2022, 1 სექტემბერი, 12:23
აბორიგენები და ტორესის სრუტის მკვიდრნი უფრო ახალგაზრდა ასაკში იღუპებიან, ვიდრე სხვა მაცხოვრებლები. ავსტრალიის სტატისტიკის ბიუროს (ABS) შეფასებით, ძირძველ აბორიგენ მამაკაცებს შეუძლიათ 69 წლამდე იცხოვრონ, ხოლო არაძირძველი მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელია. ხოლო ძირძველი აბორიგენი ქალები 73 წლამდე ცოცხლობენ, როცა სხვა დანარჩენების სიცოცხლის ხანგრძლივობა 83 წელია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ აბორიგენებს შორის ექვსჯერ მეტია თვითმკვლელობის შემთხვევები, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში. განათლების მაჩვენებელი აბორიგენ ბავშვებს შორის ყველაზე დაბალია ქვეყანაში. შორეულ თემებში აბორიგენი ბავშვების 60%-ს განათლების საშუალო დონეზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. რაც შეეხება ზრდასრულ აბორიგენებს, 30%-ს არ აქვს საკმარისი წერა-კითხვის უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ სწორად კითხვა ან წერა. 212 1-ს მოსწონს
|