x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ალა პუგაჩოვა მოსკოვში დაბრუნდა (ვიდეო)
image

ბოლო დღემდე თაყვანისმცემლები აღელვებული მარჩიელობდნენ, აინტერესებთ, შეასრულებს თუ არა დაპირებას ალა პუგაჩოვა. ჯერ კიდევ გაზაფხულზე პოპ-დივამ განაცხადა: შვებულებაში იყო, რომელიც ზუსტად პირველ სექტემბრისთვის დამთავრდებოდა, ანუ იმ დროს როცა ტყუპები ლიზა და გარი სკოლაში უნდა დაბრუნდნენ.



მაგრამ გადიოდა დღეები და ალა პუგაჩოვასგან არც არაფერი ისმოდა - გარდა იმისა, რომ მისი ქმარი, მაქსიმ გალკინი განაგრძობდა თავისი ტურნეს რეკლამირებას სოციალურ ქსელებში.



და აი ბოლოს, პრიმადონა რუსეთში დაბრუნდა: ალას ვიდეო გამოაქვეყნა მისმა ახლო მეგობარმა, დიზაინერმა იგორ გულიაევმა. კადრებში პრიმადონა თავისი Rolls-Royce-ის კარს ფეხით აღებს და ფართოდ გაღიმებული გადმოდის მანქანიდან შემდეგი სიტყვებით: „დიდი ხნის განმავლობაში [მოსკოვში], უბრალოდ ვერ შევიკრიბეთ. შენ კი გგონია, რომ მე აქ არ ვარ, არა?"


image


უნდა აღინიშნოს, რომ პრიმადონა საკმაოდ გლამურად გამოიყურება: მოდური ფართო ჯინსით, თავისუფალი მაისურით, ელეგანტური დიდი სამაჯურით და მრგვალი მუქი სათვალით. ვარცხნილობა, მაკიაჟი - როგორც ჩანს, პოპ-დივაზე ნამდვილმა პროფესიონალებმა იმუშავეს.


სად არიან ახლა ლიზა და გარი, დაბრუნდა თუ არა მოსკოვში და როდის შეუერთდება ოჯახს მაქსიმ გალკინი - ყველა ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.


მაგრამ რუს თაყვანისმცემლების სიხარულს საზღვარი არ აქვს: სოციალურ ქსელებში პრიმადონასს ვიდეოს აუარებელი ლაიქები აქვს.


რაც შეეხება ჩვენში (არა მარტო ჩვენში) გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ალა პუგაჩოვამ პროტესტის გამო დატოვა რუსეთი. როგორც ჩანს მითი გამოდგა, ალა პუგაჩოვა უფრო ომს გაერიდა, ასე ეს უფრო სწორი ფორმულირება იქნება.



შეგახსენებთ, ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დატოვა და ისრაელში გადასახლდა, რამდენიმე თვის შემდეგ ალა პუგაჩოვა ბავშვებთან ერთად ლატვიაში, იურმალაში გადაბარგდა, იქ, სადაც ყოველ წელს ზაფხულს ატარებენ ხოლმე. ეს ვილა, რომლის სახელწოდებაა "მარტა", იურმალას ელიტურ რაიონში, ბულდურიში მდებარეობს და ცნობილი ლატვიელი მომღერლის ლაიმა ვაიკულეს სახლთან ახლოსაა.რომელთანაც ალა პუგაჩოვა წლებია მეგობრობს.

0
248
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0