x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
ვინ არის მამაკაცი, რომელიც ქალს შანტაჟით აიძულებდა მასთან ინტიმურ კავშირს
imageსამართალდამცვებმა ბრალდებული გიორგი ხუროშვილი 20 აგვისტოს დააკავეს.


გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, დაზარალებულზე ფიზიკურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.


"კურიერის" ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ვიდეოჩანაწერის ამოღების მიზნით, რომელშიც ასახულია ქალის პირადი ცხოვრება და სწორედ ამ ვიდეოჩანაწერებით ემუქრებოდა ბრალდებული დაზარალებულ ქალს და აიძულებდა სექსუალურ კავშირს.


ქალზე ძალადობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მამაკაცს ძალადობის 6 ეპიზოდში ედავებიან. გამოძიებას მოპოვებული აქვს ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრებიც. დღევანდელი პროცესი დახურული იყო, ადვოკატი გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.


"მე ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპისთვის ვერაფერს ვერ გეტყვით და თავად ბრალდებულის სურვილიც ასეთია, " - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.

პროკურორ თინათინ სტურუას განცხადებით კი, საქმის მასალებში არსებობს როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეთა გამოკითხვის ოქმები.




"საქმის მასალებში წარმოდგენილია მოწმეთა გამოკითხვის, მათ შორის დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები. წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები, ასევე წარმოდგენილია დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაცია და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა ამ ეტაპზე ქმნიდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ საფუძველს. დამატებით გვაქვს კიდევ მოსაპოვებელი მტკიცებულება იმ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების შესახებ, რომლის გასაჯაროებითაც ემუქრებოდა ბრალდებული დაზარალებულს, " - აცხადებს პროკურორი.



მთავარი ფოტო :სკრინი სასამართლო დარბაზიდან

0
306
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0