x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"ბიძინას ბრალია, აპა რა..."-ლაშა გვასალია

image

ბიძინას ბრალია, აპა რა...
-----------------------------------
პრასმა რომ ვერ გაიხარა ბოსტანში - ბიძინას ბრალია;
ხეჭეჭურის ხემ ნაყოფი რომ ვერ დაისხა- ბიძინას ბრალია;
კრუხი წიწილებს რომ არ ეფოფრება- ბიძინას ბრალია;
ჭრელამ წველას რომ მოუკლო- ბიძინას ბრალია;
ცვედანმა საქნარი რომ ვერ ქნა და ცოლისთვის ჩქმეტა დოუწყია- ბიძინას ბრალია;
ჭიგომ და ხარდანმა ვაზი რომ ვერ შეიმაგრეს- ბიძინას ბრალია;
კოღო ნამეტანი მწარედ რომ იკბინება- ეგეც ბიძინას ბრალია... აპა, რა გეგონათ თქვენ, ვინცხას ხო უნდა დააბრალო შენი უნიათობა თუ უიღბლობა? ჰოდა, ძამია, აგერაა, მშვიდი და წყნარი კაცი, ქე იტანს ყველაფერს ხმაგაკმენდილად!..
გული ეტკინება და ხელს ჩაიქნევს კი არა, ისა კიდევ... მაგას გული მასე ადვილად რომ უცრუვდებოდეს მასეთ რამეებზე, ამდენ უმადურებით გაბღენძილ ოჩოფეხებს დაფინანსებას კვლავაც გოუგრძელებდა? - არა, ბატონებო, ეგ ნამეტანი ამტანი გამოდგა და მიდით მიაწექით, აბრალეთ ყველაფერი- ტყუილ- მართალი, ცხადი და სიზმრისეული, ყველაფერი რისი ამოლავაშება ამყროლებული გვამიდან უძვლო ენას შეუძლია...
არ გამოგრჩეთ, ბუზი რომ ნამეტანი ხმამაღლა ბზუის, ეგეც ბიძინა ივანიშვილის ბრალი რომაა და მეზობლის ბავშვს პირი ყურებამდე რომ დაუღია და ვინ იცის რატომ ღნავის- ეგეც ბიძინას ბრალია;
ბიძინას ბრალია,
ბიძინას ბრალია,
ბიძინას ბრალია- აპა რა? აპა რა? აპა რა?!..
მიდით, შემეშველეთ, უმადურებო და სიზარმაცით გამოარაფრებულებო, კიდევ ბევრი რამე დავაბრალოთ ბიძინა ივანიშვილს, ხო გითხარით ამტანია მეთქი, მასე რომ არ იყოს, ამ უგულკეთილო უმადურეთში რა ჯანდაბა გააჩერებდა?!..
0
239
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0