x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
"თეა წულუკიანი პრეზიდენტს დაჭერით ემუქრება" - რას წერს მიშა მშვილდაძე?

image

მიშა მშვილდაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება თეა წულუკიანის განცხადებას ქვეყნის პრეზიდენტ - სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში.


მიშა მშვილდაძე ავრცელებს თეა წულუკიანის ინტერვიუს და თან ურთავს ამ სიტყვებს:


"წულუკიანი პრეზიდენტს დაჭერით ემუქრება" - მიშა მშვილდაძე.


რაც შეეხება თეა წულუკიანს, იგი ამბობს, რომ საქართველომ ვერ შეიძინა ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, თუ რაში მდგომარეობს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები.



გთავაზობთ თეა წულუკიანის სრულ განცხადებას:


"ჩვენ ჯერ ვერ შევიძინეთ ისეთი პრეზიდენტი და ეს არავის ბრალი არ არის, გარდა ჩვენივე თავისა, რომ ვერ ვიყოლიეთ საქართველოს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, რა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები ისეთ მოდელში, როგორც საპარლამენტო მოდელია.


რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით და ბევრი არ გვყოლია ჯერ საპარლამენტო მოდელში, ყველას აქვს გარკვეული კომპლექსი და მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი. ისინი თავს წარმოაჩენენ კანდიდატებად და უნდათ პრეზიდენტობა, მაგრამ როდესაც ხდებიან პრეზიდენტები საპარლამენტო მოდელში, თვლიან, რომ ეს კონსტიტუცია მათ საქმიანობას გასაქანს სათანადოდ არ აძლევს.


ამიტომ, ჩემი რჩევა იქნებოდა 2024 წლისთვის პოტენციური კანდიდატების მიმართ, თუ დააპირებთ ვინმე პრეზიდენტობას, მოდით, ჯერ წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია“, – ამბობს თეა წულუკიანი.


image

0
315
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0