x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
"როგორც პატრიარქთან დაკავშირებით ვერ განახორციელეთ თქვენი ბოროტი გეგმები, ისე არ გამოგივათ არაფერი ჩვენთანაც!"- ნინი გოგაშვილი

image


სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით კვლავ ავრცელებს განცხადებებს მამამისის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.


მისი თქმით, ყველამ უნდა გაიგოს თუ რა გაუკეთა "ქართულმა ოცნებამ" გოგაშვილების ოჯახს.


ნინი გოგაშვილი ასევე წერს, რომ მამამისი, იოსებ გოგაშვილი დააკავეს რუსი აგენტების მხილების გამო, რომლებიც ებრძოდნენ ეკლესიას.


"ქართული ოცნება, ანუ რუსული ოცნება ებრძვის ჩემს ოჯახს იმის გამო, რომ მამა დაუპირისპირდა რუსული მმართველობის სქემას! მამა არის პოლიტ-პატიმარი!"- ვკითხულობთ ნინი გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებში.



აგრეთვე, გთავაზობთ ნინი გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე განცხადებას სრულად:


"ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სურთ სოსო გოგაშვილის გაჩუმება და შურისძიება. როგორც პატრიარქთან დაკავშირებით ვერ განახორციელეთ თქვენი ბოროტი გეგმები, ისე არ გამოგივათ არაფერი ჩვენთანაც!


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი იოსებ გოგაშვილი დააკავეს რუსი აგენტების მხილების გამო, რომლებიც ებრძოდნენ ეკლესიას! ქართული ოცნება, ანუ რუსული ოცნება ებრძვის ჩემს ოჯახს იმის გამო, რომ მამა დაუპირისპირდა რუსული მმართველობის სქემას! მამა არის პოლიტ-პატიმარი!


ბრალდების მხარის, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო პროცესი დაიხურა.


მოსამართლემ ჰკითხა მამას, ჰქონდა თუ არა ადგილი უფლებების დარღვევას 16 ივლისს განხორციელებული ჩხრეკისა და დაკავების პროცესში, რის შემდეგაც პროკურატურამ მოითხოვა სასამართლოს დახურვა, რომ სოსო გოგაშვილს ეს ინფორმაცია ჩვენი და ჟურნალისტების თანდასწრებით არ გაეჟღერებინა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და მამაჩემს მიეცა საშუალება, პროცესის დახურვამდე ეთქვა საჯაროდ იმ დარღვევების შესახებ, რაც ჩემი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელდა.


მამამ აღნიშნა, რომ პირველ რიგში დაირღვა ჩვენი უფლებები მაშინ, როდესაც სამართალდამცავებმა სახლში შემოჭრისას არ განუმარტეს არანაირი ინფორმაცია, ასევე მათ ჰქონდათ განჩინება მხოლოდ ჩხრეკის შესახებ, მაგრამ სახლში შემოსვლისას, მთავარი შემოსასვლელი კარის დაზიანების შემდეგ, მათ მაშინვე დააკავეს მამა და ჩემი ძმა ე.წ “ხამუთების” საშუალებით, დააგდეს მიწაზე და გენერალური ინსპექციის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე მამას ფიზიკურად გაუსწორდა, დაზიანებები სხეულზე აქვს ჩემ ძმას, ნიკასაც, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ეგდო მიწაზე და წყლის დალევის უფლებაც არ მისცეს.


ასევე დედაჩემი გახდა ცუდად და რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოიძახეს სასწრაფო და სასწრაფოს გამოძახების შემდეგ, ექიმს არ მისცა გამომძიებელმა საშუალება, რომ მამასთვისაც ჩაეტარებინა სამედიცინო შემოწმება. ასევე დედა და დეიდა შეესწრო ფაქტს, უკანონოდ როგორ ჩაგვიდეს იარაღები და სხვადასხვა მატერიალური დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ისინი ძალადობრივი გზით გაიყვანეს ოთახიდან! ასევე უამრავი სხვა დარღვევა დაფიქსირდა, რის შესახებაც ვიმედოვნებთ პასუხს აგებს ყველა თანამონაწილე!!!


მამას დღემდე არ გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება!!


ნაძირლები მამას მიკლავენ !!!!!!


მამა, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენად ძლიერი ხარ და რატომ ეშინია შენი ასე ქართულ ოცნებას, იგივე რუსულ ოცნებას! ვამაყობ შენი ღირსებით და სიძლიერით! დღეს რუსეთი არამარტო შენ არამედ მთელ მსოფლიოს ებრძვის და მჯერა სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე და ჩვენ ამ ბრძოლაში დავამარცხებთ რუსული მმართველობის სქემას, ანუ ქართულ ოცნებას, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ჩვენი განადგურება!


ვისაც გიხარიათ ჩემი ოჯახის ტრაგედია ან ჩუმად ხართ და არ ემიჯნებით ასეთ არაადამიანურ მოპყრობას, ღმერთის გეშინოდეთ და ფრთხილად იყავით, შემდეგში ჩემი ოჯახის ადგილას თქვენი ოჯახი არ აღმოჩნდეს, რადგან რამდენიმე წლის წინ ჩვენც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენს მიერ არჩეული მთავრობა, მიზნად დაისახავდა ჩვენს განადგურებას…"

image
0
212
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0