x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"ჩამოხსენით უკრაინის დროშები! უკრაინელ პოლიტიკოსებს და სპორტსმენებს ზნეობა არ აქვთ!"-ლალი მოროშკინა
image

"კიდე შეეტენეთ უკრაინას, სპორტი -ადამიანის კეთილი და ზნეობრივი პრიორიტეტია... ჩამოხსენით უკრაინის დროშები!!!! უკრაინელ პოლიტიკოსებს და სპორტსმენებს ზნეობა არ აქვთ!!!!!

რა გითხრათ ბიჭებო? ასე რომ მოგექცევიან, მერე ზევიდან დააყოლებენ, თუ არ მოგწონთ წიგნები იკითხეთო...სახლში როგორ დაბრუნდით? შვილებს რას ასწავლით? აა...მარჯვენა ლოყის მიშვერის პრინციპია? ნუ რავი, ეტყობა რაღაც არ მესმის..."-წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.


შეგახსენებთ, გუშინ უკრაინა-საქართველოს საკალათბურთო მატჩის უკანასკნელ წამებზე, უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა, ლატვიელმა აინარს ბაგაცკისმა საკმაოდ არასასიამოვნო ჟესტის ამოჩინა თავი, რასაც ქართველი კალათბურთელების აღშფოთება მოყვა.



ლატვიელი მწვრთნელის ქმედებას, საზოგადოებაში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მომხდართან დაკავშირებით, უკრაინის კალათბურთის ფედერაციამ ბოდიში მოიხადა. ბაგაცკისის ქმედებას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ვიქტორ სანიკიძეც გამოემხაურა, რომელმაც მომხდარი დაგმო.


“არსებობს რაღაც მორალური მხარე. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჟესტიკულაცია და ის, რაც მან იკადრა მატჩის ბოლოს, ეს წესებსაც ცდება და იმედია, FIBA-ს სადისციპლინო კომიტეტი ამას განიხილავს და ჩვენ, ჩვენის მხრიდან აუცილებლად გვექნება ამაზე რეაგირება და მოვითხოვთ, რომ მოჰყვეს სათანადო რეაგირება. გარდა ამისა, ეს მწვრთნელი არ არის ჩვენთვის უცხო, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა და ჩვენს მეგობრად მოიაზრებოდა, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ყველანაირ ზღვარს გაცდა ეს საქციელი. ძალიან სამწუხარო ფაქტია”.


“გამართლება არ აქვს, იმიტომ, რომ მაგ მწვრთნელმა სცადა უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი, უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ბოდიში მოიხადა ამ საქციელის გამო. ეს, რაც იკადრა, მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო”, -აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ.


1
111
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
111
  
2022, 2 ივლისი, 16:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1