x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სსრკ დაიშალა და მისი აღდგენა გამორიცხულია უამრავი მიზეზის გამო, მაშ რას ემსახურება ქართველების ნაწილის ვაი-ვიში?
image

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-ი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ჯერ კიდევ ბევრი ქართველი ისევ რუსეთისკენ მიილტვის და მასში ხედავს "მესიას" და "მდარველს".


ზოგადად მესიანიზმი ფანატიზმის გამოხატულებაა, ცალკე თავს მართლმადიდებლად თვლიდე და რუსეთში ხედავდე ხსნის საშუალებას არალოგიკურია.


სსრკ კარგი იყო თუ ცუდი ეს ჩემი გასარჩვი არაა, რადგან იმ პერიოდში პატარა ასაკის ვიყავი, მაგრამ როცა ზე ცნობილმა ადამიანებმა სსრკ-ს "ბოროტების იმპერია" უწოდეს ეს ბევრისმეტყველია.



ამბობენ მაშინ მედიცინა და განათლება უფასო იყოო, არ გამოვრიცხავ ასე ყოფილიყო და ეს მისასალმებელია, მეტიც მე რომ ამის ძალაუფლება მქონდეს გადმოვიღებდი სსრკ-ს ამ დადებით მხარეს.


მაგრამ სსრკ როგორც სახელმწიფო დაიშალა კორუფციის გამო, მართალია ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს აბრალებენ ამას კომუნისტი ქართველები და სსრკ-ს მოტრფიალეები, მაგრამ არსებობს იური ანდროპოვის ბრძანებით შექმნილი ანალიტიკოსეის დასკვნა, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირი ეკონომიკური კრიზისის გამო დაიშლებოდა 1995 წლისათვის.
ანალიტიკოსებს შორის ეკონომისტები ჭარბობდნენ, რომლებმაც სსრკ-ს ხელთ არსებული რესურსების შემოსავალ-გასავალი გამოიანგარიშს და ანდროპოვს დასკვნა წარუდგინეს.


ანდროპოვმა დასკვნა გაასაიდუმლოვა, თუმცა ინფორმაცია მისი სიკვდილის მერე მაინც გასაჯაროვდა.


სსრკ-ს დანგრევას დისიდენტებს აბრალებენ, თუ იმდენად სუსტი იყო სახელმწიფო, რომ რამდენიმე ათეულ დისიდენტს შეეძლო მისი დანგრევა, გამოდის სსრკ, როგორც სახელმწიფო უკვე სულს ღაფავდა და ანალიტიკოსების დასკვნა ზუსტი აღმოჩნდა.


უამრავი ქართველი დღეს წუხს სსრკ-ს დაშლის გამო, მესმის უფროსი ასაკის ადამიანების, მათ ის პერიოდი მოსწონთ რომელშიც იცხოვრეს და მათ ახალგაზრდობას უკავშირდება, მაგრამ არ მესმის ახალგაზრდების რომლებიც უნახავ სახელმწიფოს მისტირიან და მისი აღდგენის მომხრეებად გამოდიან, იმას კი ვერ ხვდებიან სსრკ-ს აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი რომაა.


სსრკ-ს შემადგენლობაში მყოფი ყოფილი ქვეყნებიდან არა მგონია უმეტესობას უნდოდეს სსრკ-ს პერიოდში დაბრუნება, ხალხმა ისწავლა თავისუფლების ფასი, ისწავლა ბიზნესის კეთება და ისევ წარსულში დაბრუნება არა მგონია მოუნდეთ.
თან ცალკე თემაა საზოგადოების ის ნაწილი რომელიც სსრკ-ს აღდგენას და რუსეთის მფარველობაში შესვლის მომხრეა, საკმაოდ მცირეა და შესაბამისად არჩევნებზე ანგარიშგასაწევი ძალა არაა.


უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან ეს პრორუსული ორიენტაციის ქართელები გულმხურვალედ უჭერენ მხარს რუსეთს, თუმცა უნდა ითქვას, რომ რუსეთს ამ ომში გამარჯვება არ უწერია.


უსამართლობა როგორც წესი ბოლომდე ვერასდროს იმარჯვებს, სხვისი აზრის მოსმენა ჩემთვის მისაღებია, მაგრამ როცა ეს აზრი ლოგიკას შორდება არ ვცდილობ ვინმეს რამე ავუხსნა ან განვუმარტო.


0
51
5-ს მოსწონს
7-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
51