x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"შენ და შენი პატრიარქი მთელი თქვენი ხროვით ხართ ახალი კაენები და ჯოჯოხეთშია თქვენი ადგილი" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე
image

იურისტი, თეოელოგი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფი დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელსაც საპატრიარქომ მღვდელთმსახურება შეუჩერა სოციალურ ქსელში წერს:


"ხომ ამდენი ქაჯი, გაუნათლებელი, გარყვნილი, აფერისტი და მაიმუნი შერეკა "წმინდა" სინოდში ილია მეორემ ამ 44 წლის მანძილზე, მაგრამ ქუთაისი-გელათის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელზე და ზემო აჭარის ეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეზე გადაგვარებული, უტიფარი, მოღალატე, რუსეთუმე პუტინოიდი არავინაა.


ესენი არიან საქართველოს ჟირინოვსკები და დუგინები, ამათი ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში დაწვა მადლია და საღმრთო სიკეთე.



რაღაც 32 გვერდიანი ანტიუკრაინული, პრორუსული პასკვილი დაუჯღაბნია გამრეკელს, სადაც კრემლის თეზისებს იმეორებს და სექტად აცხადებს მსოფლიო პატრიარქის მიერ შექმნილ უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას.


თავისი ნაჯღაბნის 21-ე გვერდზე აცხადებს რომ უკრაინის ავტოკეფალიის ნომერ პირველი აგიტატორი და იდეოლოგი საქართველოში ილია ჭიღლაძეაო, მაგრამ ეგო პირველიერარქზე (ანუ ილია მეორე) და სამღვდელოებაზე აუგს ამბობსო, ამიტომ "არბიტრად არ გამოდგება"-ო. აი, ესეთი სულელი კაცის მნახველი იშვიათად ვყოფილვარ. ესე იგი, რახან მაგ რეგვენ პუტინოიდს და ფულისტ იოანეს და მის ხროვას თავისი გახრწნილი პირველიერარქითურთ ვამხელ და შავზე ვამბობ შავს და თეთრზე ვამბობ თეთრს, " არბიტრად არ გამოვდგები" და უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია სექტაა და ევრაზიული კავშირის აპოლოგეტი რუსეთუმე პუტინისტი იოანე გამრეკელი გამოდგება უკრაინის ეკლესიის საკითხებში არბიტრად?!


ვაი, შენს პატრონს იოანე გარეკილო, რუსეთის მონავ და ძაღლთაპირო, ქართველთა სისხლში ამოსვრილი რუსების მონავ და აგიტატორო! არც ისტორია იცი, არც საეკლესიო კანონიკა, არც ქრისტიანობა, მაგრამ ილია მეორემ აღგაზევა უმაღლეს იერარქად და მოგცა უფლება ავრცელო რუსული იდეოლოგია ბაგრატის ტაძრის და გელათის უწმინდესი ამბიონებიდან და შეიფერო კათედრა რუსთა მიერ წამებული დოსითეოს ქუთათელისა და ექვთიმე გენათელის, ამიტომ გეუბნები შენ და შენი პატრიარქი მთელი თქვენი ხროვით ხართ ახალი კაენები და ჯოჯოხეთშია თქვენი ადგილი თქვენს ბატონპატრონ პუტინთან და კ. გუნდიაევთან ერთად!"




0
249
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0