x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეგან ფოქსი, ჰოლივუდის ვარსკვლავი რომელსაც "გრძელმა ენამ" კარიერა დაუნგრია
image

სამწუხარო ამბავი გადახდა თავს ჰოლივუდის ვარსკვლავ მეგან ფოქსს. მიზეზი კი მეტისმეტად მარტივი გალავთ-მსახიობმა ვერ შესძლო საჭირო დროს "ენაზე კბილი დაეჭირა".


რატომ არ ჩანს მეგან ფოქსი თავბრუდამხვევი დებიუტის შემდეგ ახალ ფილმებში, ახალ როლებში?


"ტრანსფორმერებში" გადაღებისას მოსულმა წარმატებებმა ვარსკვლავს "თავში კოდალასავით ჩაუკაკუნა" და მსახიობმა თქვა ის რაც მას არ უნდა ეთქვა.



მან დაივიწყა რომ თავისი წარმატებული კარიერით უნდა უმადლოდეს რეჟისორ მაიკლ ბეის, გავლენიან პროდიუსერს, რეჟისორს და უბრალოდ პიროვნებას ჰოლივუდში. მსახიობმა ინგლისურ ჟურნალ "Wonderland"-ან ინტერვიუს დროს თქვა ის რაც არ უნდა ეთქვა რეჟისორზე.


"მაიკლ ბეისთან მუშაობა-ესაა ნამდვილი კოშმარი"-განაცხადა მან და დაამატა: "ეს ჰიტლერთან მუშაობას ჰგავს".


სწორედ ამის შემდეგ პროექტ "ტრანსფორმერებიდან" მეგან ფოქსი სასწრაფოდ დაითხოვეს. მართალია თავად მაიკლ ბეი ამბობს, რომ მეგანი პროექტიდან მოიხსნა არა მისი არამედ აღმასრულებელი პროდიუსერის სტივენ სპილბერგის მიერ, მაგრამ სპილბერგმა მისი მონაწილეობა პროექტიდან მეგანის მოხსნასთან დაკავშირებით კატეგორიულა უარყო.


თავად მეგანის აგენტის თქმით კი: მეგანმა გადაწყვეტილება თავად მიიღო, გადაწყვიტა "ტრანსფორმერებში" გადაღებაზე უარი ეთქვა.


ასეა თუ ისე მეგან ფოქსის ინტერვიუმ, სადაც მან ცნობილი პროდიუსერი და რეჟისორი ჰიტლერს შეადარა, მეგანი ჰოლივუდის ელიტური ვარსკვლავების სიიდან ეგრევე ამოაგდო.


ჰოლივუდის რამდენიმე ცნობილმა რეჟისორმა მეგანის ინტერვიუს გამოქვეყნების მერე განაცხადა, რომ იმაზე ცუდი არაფერია "ჩააფურთხო წვნიანში, საიდანაც შენი პროდიუსერი მიირთმევს".


მეგან ფოქსმა აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ არცთუ სასიამოვნო ეპითეტებიც მიიღო, როგორიცაა "ქვასავით სულელი", "ნამხვილი ტუტუცი" და "უბრალოდ ხეპრე".


ასეა თუ ისე, ძალიან სამწუხაროა როცა დიდეის პიკს მიღწეული მსახიობი პიკიდან დაბლა ეცემა, თან ისე მისი ფეხზე წამოყენება ძალიან რთულია.
აი რატომაა საჭირო ხშირ შემთხვევაში "ენას კბილი დააჭირო". ქართული ანდაზა-"ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი"-ზუსტად მიუდგებოდა მეგან ფოქსს.


imageimage




0
281
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
281