x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამა ანთიმოზი ნეკა დოროყაშვილს მიმართავს: "რატომ არ მომტყდა ის ხელი რომლითაც გვირგვინი დაგადგი თავზე"?

image ოჯახის დანგრევა საქართველოში არც პირველია და არც უკანასკნელი, მაგრამ ის რაც ახლა ხდება ცნობილ ქართველ ჩოგვურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ ცოლს ნეკა დოროყაშვილს შორის ყველა ზღვარს გადავიდა.
თურმე ნუ იტყვით და ბასილაშვილი მაზოხისტი, ეჭვიანი, მოძალადე და მაგარი წუწურაქიც ყოფილა.
სწორედ ასე ისაუბრა მისმა ყოფილმა ცოლმა "ნოდარ მელაძის შაბათში" (ნოდარ მელაძე ცალკე თემაა, გახსოვთ ალბათ მისი საქმენი "საგმირონი" მას შემდეგ რაც სააკაშვილის რეჟიმმა ტვ "იმედი" პატარკაციშვილების ოჯახს წაართვა, ნუ ყველაფრის მკადრებელ ჟურნალისტად წოდებულზე საუბარი არ მსურს).
მოდით და გავაანალიზოთ ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუ-ცოლი ქმარს იწერდეს ამდენი ხნის მანძილზე ნორმალური ადამიანის გონებაში ვერანაირად ვერ ჯდება, ეს ქალბატონი "კომპრომატებს" ინახავდა ერთი დღისათვის, სწორედ ის დღე დადგა მაშინ როცა დოროყაშვილმა ბასილაშვილს უჩივლა.
6 წელი ქმარი ძალადობდეს ცოლზე (დოროყაშვილის შემხედვარე ვერ იტყვი, რომ ის სინაზის, ღვთისმოშიშობის და ოჯახის შენარჩუნების მიზნით აკეთებდა ამას) და ცოლი დუმდეს, თან სადმე მიყრუებულ სოფელში კი არა მეგაპოლისში ცოტა დაუჯერებლად ჟღერს.
ბასილაშვილის კარიერა ჩემი დამსახურებააო-ეს როგორ მოგწონთ? დოროყაშვილს ისე ესმის ჩოგბურთი, როგორც მე ჩინური, მაშ როგორ და რანაირად უნდა გაეკეთებინა მეუღლისათვის კარიერა?
ქმარი ჩოგნით თუ ცემდა "ტერმინატორია" უგრძნობი ყოფილიყო და ტკივილისაგან არ ეყვირა?
ან სულ თუ ეჩხუბებოდა ქმარი ან მეზობელი არ შეესწრო ან ნათესავი?
ბასილაშვილია უბრალოდ უნიჭიერესი და ძალიან მონდომებული სპორცმენი რის ხარჯზეც გაიკეთა წარმატებული კარიერა.
მას რამდენიმე ქვეყანა სთავაზობდა მათი დროშით გამოსულიყო შეჯიბრებებზე, მაგრამ ბასილაშვილის პასუხი უარყოფითი იყო.
როგორც საზოგადოებაში მუსირებს აზრი და რომელსაც მეც ვემხრობი, ბასილაშვილი "მოძალადე" გახდა მას შემდეგ რაც მან სოლიდური თნხების გამომუშავება დაიწყო, სწორედ მაშინ გაეხსნა "მადა" ქალბატონ დოროყაშვილს და ჰოი საოცრებავ, აღმოჩნდა რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი რომელსაც ყველა აქებს მისი უშუალო და უბრალო ხასიათის გამო გახდა ლამის "კაციჭამია" ქმარი.
ახლა აშკარაა დოროყაშვილი ბასილაშვილისათვის სახელის გატეხვით ცდილობს "შურისძიებას" დამატებითი თანხების მიღებაზე უარის მიღების გამო, რაშიც მას არცთუ "სახელოვანი" ჟურნალისტები უწყობნ ხელს.
"აღდგომა და ხვალეო", კანონი ცილისწამებისათვის აუცილებლად დაუბრუნდება მოქმედებას და ცილისმწამებელი დაისჯება.
მანამდე კი მამაო ანთიმოზი ნეკა დოროყაშვილის მიმართავს:
image

"მეცოდები! რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი"



0
120
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
120