x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩვენ გვიკვირს სოციალურად დაუცველები რომ გვყავს და იმაზე არ ვფიქრობთ თუ როგორ იბრძვიან რიგ ქვეყნებში გადარჩენისათვის

image ბევრჯერ დამიწერია თუ როგორ "ააზულუქა" სოციალური დახმარების მიღბამ უამრავი ოჯახი, მქონია ამთემაზე რამდენიმე ადამიანთან საუბარი და საყვედურიც მითქვამს, ამხელა ეზო გაქვს და რომ დაამუშაო ან თხილი დარგო ან ციტრუსს მოუარო საკუთარი შემოსავალი ხომ გექნება მეთქი?-იცით რა მიპასუხა?-ეზო რომ დავამუშაო და შემოსავალი გამიჩნდეს სოციალურ დახმარებას მომიხსნიანო.
ასეთი მიდგომის მქონე ადამიანებს აუცილებლად უნდა მოუხსნანსოციალური დახმარება და იძულებული იქნება ქუჩაში დგომის ნაცვლად მუშაობა დაიწყოს.
სურათზე ხედავთ ახალგაზრდა დედას რომელიც გვატემალას დედაქალაქის სიახლოვეს არსებულ ნაგავსაყრელში, სრული ანტისარიის პირობებში ბავშვი გვერდით იყოლიოს და ისე ეძებოს ნაგვის "მთებში" ჯართი რომელსაც მერე ჯართის მიმღებ პუნქტში ჩააბარებს და ამით ბავშვის საკვებს იყიდის.
ასობით გვატემალელი სიცოცხლის რისკის ფასად ჩხრეკს უზარმაზარ ნაგავსაყრელზე ნაგავს და სიცოცხლის გადასარჩენად აქ ნაპოვნი ჯართით თუ იღბლის წყალობით ნაგავს გაყოლებული ძვირფასეულობის ნახვით იბრძვის.
იყო შემთხვევევი როცა "განძის მაძიებლები" ჩამოშლილმა ნაგვის გორამ ქვეშ მოიყოლა და ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

აი ასეთ საშინელ ადგილზე უწევთ მუშაობა სიცოცხლის გადასარჩენად ადამიანებს.
image
აყროლებულ წყალში დგას ეს მამაკაცი რამდენიმე ნაჭერი რკინის ამოსაღბად, რადგან ეს მისი და მისი ოჯახის გადარჩენის ერთადერთი შანსია.
image
ეს ჟანგიანი ლურსმნებია იმისი გარანტია რომ მისი პოვნელი შესძლებს სახლში პურის მიტანას.
image
იშვიათად, მაგრამ ვიღაცას იღბალი გაუღიმებს და ნაგვის გორაში შემთხვევით გადაგდებულ ოქროს საყურეს პოულობს.
image
დაღლილ-დაქანცული "განძის მაძიებელი" ნაგვის გროვაში ისვენებს.
image
"განძის მაძიებლებისათვის" არ არსებობს კარგი და ცუდი ამინდი, მათ ნებისმიერ ამინდში უწევთ მუშაობა.
image
ამ ადამიანებს გაუმართლათ და ჯართი საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიპოვეს.
imageimageimage
აი სად უწევთ მუშაობა ამ ადამიანებს, დავიჯერო ეზოს დამუშავება და მოსავლის აღებით მიღებული შემოსავალი არ ჯობია სოციალურ დახმარებას?
imageimageimageimage









0
214
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
214